გედსამანიის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გედსამანიის ქედი
კოორდინატები: 42°02′45″ ჩ. გ. 43°21′20″ ა. გ. / 42.04583° ჩ. გ. 43.35556° ა. გ. / 42.04583; 43.35556
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
უმაღლესი წერტილი ტყემთა
სიმაღლე 1497 
ამგებელი ქანები გრანიტი, კრისტალური ფიქლები
გედსამანიის ქედი — საქართველო
გედსამანიის ქედი
გედსამანიის ქედი — იმერეთის მხარე
გედსამანიის ქედი

გედსამანიის ქედიქედი საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ძირულის კრისტალურ მასივზე. წარმოადგენს მდინარეების ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფს. ქედის თხემი მოსწორებულია. უმაღლესი წერტილია მთა ტყემთა (1497 მ). კალთები დანაწევრებულია ჩხერიმელისა და ძირულის მრავალრიცხოვანი ღრმა ხევ-ხეობებით. ქედის აგებულებაში ძირითადია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტალური ქანები — გრანიტები, კრისტალური ფიქლები და სხვა. კრისტალური სუბსტრატი გამსჭვალულია უფრო ახალგაზრდა ინტრუზიული ქანების ძარღვებით. ქედის თხემზე შემორჩენილია ძველი პენეპლენი, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 1200–1500 მ ფარგლებშია.[2] გედსამანიის ქედი შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (წიფელი, წაბლი, მუხა, რცხილა), აქა-იქ შემორჩენილია ფიჭვის კორომები.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 43.
  2. Геоморфология 1972 № 04. М.: Наука. — 112 с.
  3. დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 576.