გდულეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გდულეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გდულეთში. აგებულია ადრეულ შუა საუკუნეებში.

გდულეთის „ღვთისმშობელი“ საშუალო ზომის დარბაზული ეკლესიააა შვერილწახნაგოვანი აბსიდით. ძეგლი რიყის, ფლეთილი და შირიმის ქვითაა ნაგები. ეკლესიის კამარა და კონქი ჩაქცეულია. აბსიდი ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა. საკურთხეველში სამი სარკმელია გაჭრილი. ადგილობრივ მოსახლეობას დაწყებული აქვს რემონტი, რამაც დაამახინჯა ძეგლის თავდაპირველი სახე. ჩრდილოეთის კედელში ჩატანებულია დიდი ზომის ქვიშაქვა, რომელზეც ასომთავრული წარწერაა (წაკითხვა არ ხერხდება ძლიერი დაზიანების გამო). სამხრეთის კედელში ჩატანებულია, რამდენიმე ქვა ადრექრისტიანული ხანის ორნამენტებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 37