გდანსკის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გდანსკის ყურის რუკა

გდანსკის ყურე (პოლ. Zatoka Gdańska; კაშუბ. Gduńskô Hôwinga; გერმ. Danziger Bucht) — ყურე ბალტიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მდებარეობს კალინინგრადის ნახევრაკუნძულსა და ჰელის ცელას შორის. გახსნილია ჩრდილოეთიდან, სიგანე 107 კმ. სიღრმე ცენტრალურ ნაწილში 115 მ. სახელწოდება მიიღო მის სანაპიროზე მდებარე ქალაქ გდანსკიდან.

ყურეს ერთვის მდინარე ვისლა და სხვა მრავალი პატარა თუ საშუალო მდინარე. ყურეს ნაპირზე მდებარეობს მნიშვნელოვანი პორტები: გდინია, გდანსკი, ბალტიისკი. ადმინისტრაცულად ყურე ეკუთვნის რუსეთსა და პოლონეთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]