გაჯავრებული ახალგაზრდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაჯავრებული ახალგაზრდებიინგლისელი მწერლების ჯგუფი XX საუკუნის 50-იან წლებში. სახელწოდება მიიღო ლ. ა. პოლის ავტობიოგრაფიული წიგნიდან „გაჯავრებული ახალგაზრდა“ (1951) და ჯ. ოზბორნის პიესიდან „ გონს მოდი, გაჯავრებულო!“ (1956). ეს სახელი ეწოდათ მწერლებს კ. ემისს, ჯონ ბრეინს და სხვებს. „გაჯავრებულ ახალგაზრდებს“ არ ჩამოუყალიბებიათ ლიტერატურული სკოლა და ესთეტიკური კრედო, მათ ჰქონდათ საერთო სულისკვეთება და საერთო გმირი: უპერსპექტივობით და ცხოვრებით უკმაყოფილო ახალგაზრდა. „გაჯავრებულმა ახალგაზრდებმა“ ხელი შეუწყვეს სოციალურ-კრიტიკული ლიტერატურის აღმავლობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]