გაფესჭიანის ხელოვნების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაფესჭიანის ხელოვნების მუზეუმი[1]
სომხ. Գաֆեսճյան արվեստի կենտրոն
2014 Erywań, Park przy Kaskadach (17).jpg
გაფესჭიანის ხელოვნების მუზეუმი
კოორდინატები:
40°11′36″ ჩ. გ. 44°30′56″ ა. გ. / 40.1933528° ჩ. გ. 44.5157222° ა. გ. / 40.1933528; 44.5157222
დაარსდა 17 ნოემბერი, 2009 წელი
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მისამართი ერევანი
დამაარსებლები ჯერარდ გაფესჭიანი
მდებარეობა ერევანი
ვიზიტორები 1 მილიონზე მეტი
ოფიციალური საიტი https://www.cmf.am/

გაფესჭიანის ხელოვნების მუზეუმი (სომხ. Գաֆէսճեան արվեստի կենտրոն)[2]სომხეთის ერთ-ერთი ხელოვნების მუზეუმი. მდებარეობს ერევანის ცენტრალურ უბანში.

დაფუძნებულია ჯერარდ გაფესჭიანის მიერ, მუზეუმი გვთავაზობს მრავალფეროვან გამოფენებს, რომლებიც წარმოდგენილია დამფუძნებლის თანამედროვე ხელოვნების კოლექციიდან. მუზეუმი 2009 წლის ნოემბერში გაიხსნა, გარდა თანამედროვე ხელოვნების უნიკალური ნამუშევრების გამოფენისა, იგი გვთავაზობს ლექციების, ფილმების, კონცერტებისა და მრავალრიცხოვანი საგანმანათლებლო ინიციატივების მრავალფეროვან პროგრამებს უფროსებისა და ბავშვებისთვის. ხელოვნების ცენტრის მისიაა, წარმოაჩინოს თანამედროვე ხელოვნების საუკეთესო მხარეები სომხეთში და წარუდგინოს სომხური კულტურის საუკეთესო თვისებები მსოფლიოს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაფესჭიანის მუზეუმის ფონდი დაარსდა ერევანში 2002 წლის აპრილში, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობისა და ამერიკის გაფესჭიანის მუზეუმის ფონდის ხელმძღვანელობით. სომხეთის მთავრობამ ფონდს გადასცა ერევნის კასკადის ნახევრად აშენებული კომპლექსი მიმდებარე ტერიტორიასთან.

გაფესჭიანის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 2005 წლის აპრილში და სავარაუდოდ უნდა დასრულებულიყო 2008 წლის აპრილში,[3] მცირე შეფერხების გამო, მუზეუმის გახსნა გაიმართა 2009 წლის 17 ნოემბერს. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი, კულტურის მინისტრი, დიასპორის მინისტრი, დიპლომატიური წარმომადგენლები და ასევე მხატვრები და პოლიტიკური მოღვაწეები.[4]

გაფესჭიანის მუზეუმის ფონდმა კასკადის რეკონსტრუქციის დასრულებისთვის 35 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი განთავსებულია ერევნის კასკადური კომპლექსისა და მიმდებარე საცალფეხო ზონის გასწვრივ. კასკადის მშენებლობა 1971 წელს დაიწყო. პროექტი შექმნილია არქიტექტორების: ჯიმ ტოროსიანის, ასლან მხიტარიანის, სარგის გურზადიანის მიერ. გეგმის პირველი ეტაპი დასრულდა 1980 წელს. კასკადი არის რთული მასიური კიბე, ორივე მხრიდან შადრევნებით, რომლებიც აღმართულია თამანიანის ქუჩის ბაღებსა და საცალფეხო ზონამდე.

საბოლოოდ მხოლოდ 2002 და 2009 წლებში შეიქმნა ეს კომპლექსი და მუზეუმი გაფესჭიანის ოჯახის ფონდის საშუალებით.

მუზეუმი ითვლება თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ ნამუშევრად. იგი ასევე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და სანახაობრივი მუზეუმია, რომელიც გაიხსნა თანამედროვე პერიოდში. [5]

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი შედგება 2 ცალკეული განყოფილებისგან: გარე — „გაფესჭიანის სკულპტურული ბაღი“, ხოლო შიდა — „გაფესჭიანის ხელოვნების გალერეა“.

  • სკულპტურული ბაღი კასკადის წინ მდებარეობს, სადაც მრავალი ქანდაკებაა გამოფენილი. ქანდაკებები ასევე განლაგებულია ბაღის ტერასაზე და თამანიანის ქუჩის ბაღებთან აღმართულ შადრევნებზე.[6] აქ წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მონუმენტური ქანდაკებების კოლექცია, სადაც ნახავთ ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს[7]։
  • „ხელოვნების გალერეა" მოიცავს ხუთ გალერეას, ასევე ღონისძიებების აუდიტორიას, რომელიც მდებარეობს კიბეებისა და შადრევნების ქვეშ. გალერეებში განთავსებულია მინის ნამუშევრების მასიური კოლექცია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ ნაჩვენებია ხუთი დონე:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://cmf.am/About-CCA
  2. http://cmf.am/About-CCA
  3. Cascade Capital Holdings: Cafesjian Family Foundation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-10. ციტირების თარიღი: 2009-05-10.
  4. The grand opening of the Cafesjian museum took place in Yerevan
  5. Kimmelman, Michael (November 18, 2009). „Armenians Greet Their New Extravaganza of a Museum“. The New York Times. ციტირების თარიღი: 2009-11-18.
  6. Cafesjian Sculpture Garden
  7. «Բնության հրաշքները» Գաֆեսճյան արվեստի կենտրոնում