შინაარსზე გადასვლა

გასლაითინგი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Google Trends-ში „გასლაითინგის“ თემატური ძიებები 2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.[1]

გასლაითინგი (ინგლ. Gaslighting) — მანიპულირების მეთოდი, რომელიც ადამიანს აიძულებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საკუთარი რეალობის აღქმა.[2][3] ტერმინი მომდინარეობს 1944 წლის ფილმიდან „აირის ნათება“ (Gaslight) და პოპულარული გახდა 2010-იანი წლების შუა პერიოდში.[4]

ზოგიერთმა ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ტერმინი ზედმეტად ფართოდ გამოიყენება. 2022 წელს, გაზეთმა ვაშინგტონ პოსტმა აღნიშნა, რომ ის პოპულარული სიტყვა გახდა და არასწორად გამოიყენებოდა ჩვეულებრივი უთანხმოებების აღსაწერად.[5]

ჩარლზ ბოიერი, ინგრიდ ბერგმანი და ჯოზეფ კოტენი გასლაითის 1944 წლის ამერიკულ კინოვერსიაში

ტერმინი სათავეს იღებს პატრიკ ჰამილტონის 1938 წლის ბრიტანულ პიესაში „აირის ნათება“. პიესის მიხედვით 1940 წელს დიდ ბრიტანეთში გადაიღეს ფილმი, რომლის რიმეიქი 1944 წელს გადაიღეს აშშ-ში.[6][7][8] ვიქტორიანული ეპოქის ლონდონის ელიტაში განვითარებული Gaslight და მისი ადაპტაციები ასახავს ერთი შეხედვით კეთილშობილ ქმარს, რომელიც ტყუილსა და მანიპულაციას იყენებს მემკვიდრე ცოლის იზოლირებისა და მისი ფსიქიკურად დაავადებული მეუღლის მიმართ, რათა მათი გაქურდვა შეძლოს.[9] ქმრის ერთ-ერთი ხრიკი არის ფარულად გაანათოს და დააბნელოს შიდა გაზის განათება, ამტკიცებს რა, რომ ეს მხოლოდ მისი ცოლის ფანტაზიებია. [10]

ტერმინის გერუნდული ფორმა "გასლაითინგი" პიესებში და ფილმებში როგორც წესი არ ჩანს.[10] პირველად ამ ფორმით 1950-იან წლებში გამოიყენეს ბერნსის და ალენის შოუს პირველ სერიაში. ნიუ იორკ თაიმსში 1995 წელს მორენ დოუდის სტატიაში.[4] ამერიკული ფსიქოლოგიის ასოციაციაზე დაყრდნობით 2021 წელს გასლაითინგი “ერთ დროს გულისხმობდა ადამიანის მანიპულაციის იმდენად უკიდურეს ფორმას, რომ იწვევდა ფსიქიკურ დაავადებას და გასლაითირებული პიროვნების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებას. მერიამ-ვებსტერი გასლაითინგს განსაზღვრავს როგორც ფსიქოლოგიურ მანიპულაციას, რათა ადამიანმა ეჭვი შეიტანოს საკუთარი რეალობის აღქმაში.[3] ამერიკის დიალექტების საზოგადოებამ გასლაითი 2016 წლის ყველაზე სასარგებლო ახალ სიტყვად დაასახელა.[11] გასლაითი ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ 2018 წლის ყველაზე პოპულარული სიტყვების სიაში მეორე ადგილას დაასახელა.[12]

სამოყვარულო ფსიქოლოგიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი გასლაითნგი ასევე გამოიყენება სამოყვარულო ფსიქოლოგიაში, პერსონალური ურთიერთობების (რომანტიკული და მშობლური) დასახასიათებლად.[13][14] გასლაითინგი მოიცავს 2 მხარეს, “გასლაითერი” - რომელიც მანიპულირების მიზნით გამუდმებით ცრუ ნარატივს გვთავაზობს და მეორე მხარე რომელიც ინდივიდუალური ავტონომიის შესანარჩუნებლად იბრძვის.[15] გაზლაითინგი, როგორც წესი, ეფექტურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ურთიერთობაში ძალაუფლების არათანაბარია.[16]

გასლაითინგი ნორმალური ურთიერთობრივი უთანხმოებისგან განსხავებულია და გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

  • ერთი პარტნიორი მუდმივად უსმენს და ითვალისწინებს მეორე პარტნიორის ხედვას;
  • ერთი პარტნიორი გამუდმებით უარყოფს მეორის ხედვას და ამტკიცებს, რომ ის ცდება ან ეუბნება, რომ მათი ემოციური რეაქცია არარაციონალური ან დისფუნქციურია .

ტერმინი „გასლაითინგი“ უფრო ხშირად გამოიყენება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და არა ერთჯერადად დარწმუნებისთვის, თუმცა დარწმუნების მეთოდი(ები) გაზლაითინგის ქცევის განმსაზღვრელი თვისებაა.[5] დროთა განმავლობაში, მსმენელ პარტნიორს შეიძლება გამოუვლინდეს სიმპტომები, რომლებიც ხშირად ასოცირდება შფოთვით აშლილობებთან, დეპრესიასთან ან დაბალ თვითშეფასებასთან . გაზლაითინგი განსხვავდება ნამდვილი ურთიერთობებში არსებული კონფლიქტისგან იმით, რომ ერთი მხარე მანიპულირებს მეორის აღქმაზე.[16]

ფსიქიატრიასა და ფსიქოლოგიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა გასლაითინგი ასევე გამოიყენება კლინიკურ ლიტერატურაში, თუმცა ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია მას სასაუბრო ტერმინად მიიჩნევს.[2][17] ბარტონმა და უაითჰედმა გაზლაითინგის სამი შემთხვევა აღწერეს, რომელთა მიზანიც იყო პირის იძულებითი ჰოსპიტალიზაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ხშირად მოტივირებული ნათესავების მოშორების მიზნით ან ფინანსური სარგებლის მიღებით: ცოლი ცდილობდა ქმრის მოძალადედ წარმოჩენას, რათა შეყვარებულთან ერთად გაქცეულიყო; სხვა შემთხვევაში, ქალი ამტკიცებდა, რომ მისი ქმარი, ბარის მფლობელი, ალკოჰოლიკი იყო, რაც მას საშუალებას აძლევდა მიეტოვებინა და თავად ჩაეგდო ხელში ბიზნესი; მესამე შემთხვევაში კი, მოხუცთა თავშესაფრის მენეჯერმა მაცხოვრებელს საფაღარათო საშუალება მისცა და შემდეგ იგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაამისამართა, თითქოს მას დემენცია ჰქონდა.[18][19]

1977 წელს, როცა ტერმინი გასლაითინგი ჯერ არ იყო გავრცელებული, ლუნდმა და გარდინერმა გამოსცა მოხსენება სადაც ხანდაზმული ქალბატონი მოხუცთა თავშესაფრის თანამშრომლებმა არაერთხელ მოათავსეს საავადმყოფოში სავარაუდო ფსიქოზის მიზეზით, თუმცა მოთავსებიდან მალევე, ყოველგვარი მკურნალობის გარეშე მალევე ქრებოდა სიმპტომები, გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ქალბატონის პარანოია თავშესაფრის თანამშრომლების "გასლაითინგის" შედეგი იყო.[19]

გაზლაითინგი მომენტის კონტროლის, კონფლიქტის შეჩერების, შფოთვის შემცირებისა და კონტროლის საშუალებაა. თუმცა, ეს პასუხისმგებლობისგან თავის არიდება მეორე ადამიანს ანგრევს.[16]

გაზლაითინგი შეძენილი თვისებაა. ისინი ამას თავად ხედავენ, განიცდიან ან შემთხვევით წააწყდებიან და ხედავენ, რომ ფსიქოლოგიურად მუშაობს.[16] კვლევებმა აჩვენა, რომ გაზლაითინგი უფრო ისეთ წყვილებშია გავრცელებული, სადაც ერთ ან ორივე პარტნიორს რაიმე სახის ფსიქიკური პრობლემა აქვს[20] (მაგალითად, ისეთი თვისებები, როგორიცაა დეპრესია, რომელიც დაკავშირებულია ხანმოკლე ფსიქიკურ დაავადებასთან), ნივთიერებებით გამოწვეული დაავადება (მაგ., ალკოჰოლიზმი ), განწყობითი აშლილობები (მაგ., ბიპოლარული აშლილობა ), შფოთვითი აშლილობები (მაგ., პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ), პიროვნების აშლილობა, ნეიროგანვითარების აშლილობა (მაგ., ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობა) ან ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების კომბინაცია და ოსტატურად არწმუნებენ სხვებს, რომ ეჭვი შეიტანონ საკუთარ აღქმაში. [21]

2022 წელს მერიამ-ვებსტერმა “გასლაითინგი” წლის სიტყვად დაასახელა. [22]სიტყვა ხშირად არასწორად გამოიყენება კონფლიქტებისა და უთანხმოების მიმართ.[5][17][23] იელის უნივერსიტეტის ემოციური ინტელექტის ცენტრის თანადამფუძნებლის, ნევროლოგიის დოქტორის, რობინ სტერნის თქმით, „გაზლაითინგი ხშირად გამოიყენება ბრალდების მნიშვნელობით, როდესაც ვინმე შეიძლება უბრალოდ დაჟინებით მოითხოვდეს რაღაცას ან ვინმე თქვენზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ეს გაზლაითინგი არ არის“.[17]

ზოგიერთი ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტი თვლის, რომ ტერმინის ზოგადი გამოყენება მის სარგებლიანობას ასუსტებს და შესაძლოა გაართულოს კონკრეტული ძალადობის ტიპის აღწერა.[12] [5][23]„ვაშინგტონ პოსტის“ 2022 წლის მოხსენების თანახმად, ტერმინი მოდური გახდა და არასწორად გამოიყენება ჩვეულებრივი უთანხმოებების აღსაწერად და არა იმ სიტუაციების აღსაწერად.[5]

სამედიცინო გაზლაითინგი არაფორმალური ტერმინია, როდესაც სამედიცინო პერსონალი პაციენტების რეალურ სიმპტომებს უგულვებელყოფენ, რაც არასწორ დიაგნოზის დასმას იწვევს.[24]

გაზლაითინგი უფრო ეფექტურია, როდესაც გაზლაითერს ძალაუფლების პოზიცია უჭირავს.[25]


ტერმინი გამოიყენება პოლიტიკოსებისა და მედიის დასახასიათებლად როგორც მარცხენა ასევე მარჯვენა პოლიტიკურ სპექტრში.[26] მაგალითად:

  • “გასლაითინგი” ასევე იქნა გამოყენებული ფსიქოლოგიურ შევიწროებად აღმოსავლეთ გერმანიაში 1970 - 1980-იან წლებში. ეს ტექნიკა გამოიყენებოდა შტაზის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) მიერ, მტრულად განწყობილი და მეამბოხე ადამიანების მიმართ. [31]
  1. "Gaslighting / topic". Google Trends. 16 November 2024. Worldwide / 2004 - present / All categories / Web Search (16 November 2024). ციტატა: „Worldwide / 2004 - present / All categories / Web Search“
  2. 1 2 "APA Dictionary of Psychology". APA.org. American Psychological Association. Archived from the original on 9 July 2021. Retrieved 7 July 2021..
  3. 1 2 "Definition of gaslight (Entry 2 of 2)". Merriam Webster. Archived from the original on 9 July 2021. Retrieved 7 July 2021..
  4. 1 2 Yagoda. How Old Is 'Gaslighting'? (12 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 August 2019. ციტირების თარიღი: 2 June 2017
  5. 1 2 3 4 5 Haupt, Angela. How to recognize gaslighting and respond to it (15 April 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 April 2022. ციტირების თარიღი: 21 April 2022
  6. Gaslight. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 October 2021. ციტატა: „Etymology: from the title of George Cukor's 1944 film Gaslight“ ციტირების თარიღი: 25 October 2021
  7. Hoberman, J. Why 'Gaslight' Hasn't Lost Its Glow (21 August 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2019. ციტატა: „The verb 'to gaslight,' voted by the American Dialect Society in 2016 as the word most useful/likely to succeed, and defined as “to psychologically manipulate a person into questioning their own sanity,” derives from MGM’s 1944 movie, directed by George Cukor.“ ციტირების თარიღი: 23 August 2019
  8. Wilkinson. What is gaslighting? The 1944 film Gaslight is the best explainer. (21 January 2017). ციტატა: „to understand gaslighting is to go to the source. George Cukor’s Gaslight. The term 'gaslighting' comes from the movie.“
  9. Thomas. Gaslight and gaslighting გვ. 117–118 (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2022. ციტირების თარიღი: 1 February 2018
  10. 1 2 Sweet, Paige L.. How Gaslighting Manipulates Reality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2022. ციტირების თარიღი: May 2022
  11. Metcalf, Allan. 2016 Word of the Year. American Dialect Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 March 2021. ციტატა: „most useful word of the year“ ციტირების თარიღი: 6 January 2017
  12. 1 2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Word of the Year 2018: Shortlist. ციტირების თარიღი: 15 November 2018
  13. Portnow, Kathryn E. (1996). Dialogues of doubt: the psychology of self-doubt and emotional gaslighting in adult women and men. Cambridge, MA: Harvard Graduate School of Education. თარგი:ProQuest. OCLC 36674740. 
  14. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Gaslighting at Work—and What to Do About It (2021). ციტირების თარიღი: 14 December 2021
  15. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.DiGiulio. What is gaslighting? And how do you know if it's happening to you? (13 July 2018). ციტირების თარიღი: 13 July 2018
  16. 1 2 3 4 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Stern PhD, Robin. (19 December 2018.) I've counseled hundreds of victims of gaslighting. Here's how to spot if you're being gaslighted. Gaslighting, explained.. ციტირების თარიღი: 3 January 2019
  17. 1 2 3 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Holland. For Those Who Experience Gaslighting, the Widespread Misuse of the Word Is Damaging (2 September 2021). ციტირების თარიღი: 2 September 2021
  18. Russell, J. A.; Whitehead. (21 June 1969) The gas-light phenomenon გვ. 1258–1260. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2023. ციტირების თარიღი: 28 February 2023
  19. 1 2 Lund, C. A.; Gardiner, A .Q. (1977). „The Gaslight Phenomenon: An Institutional Variant“. British Journal of Psychiatry. 131 (5): 533–34. doi:10.1192/bjp.131.5.533. PMID 588872. S2CID 33671694.
  20. Miano, Paola; Bellomare, Martina; Genova, Vincenzo Giuseppe. Personality correlates of gaslighting behaviours in young adults გვ. 285–298 (2 September 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 March 2024. ციტირების თარიღი: 9 February 2022
  21. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.stout. The Sociopath Next Door გვ. 94–95. Random House Digital (14 March 2006). ციტირების თარიღი: 6 January 2014
  22. Word of the Year 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2022. ციტირების თარიღი: 29 November 2022
  23. 1 2 Ellen. In accusing all creeps of gaslighting, we dishonour the real victims (6 July 2019).
  24. Vargas, Theresa. Women are sharing their 'medical gaslighting' stories. Now what? (2 April 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 August 2022. ციტირების თარიღი: 5 October 2022
  25. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Gaslighting as a Manipulation Tactic: What It Is, Who Does It, and Why. CounsellingResource.com: Psychology, Therapy & Mental Health Resources. ციტირების თარიღი: 13 April 2018
  26. Welch, Bryant. State of Confusion: Political Manipulation and the Assault on the American Mind. Thomas Dunne Books, St. Martin's Press (2008).
  27. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Ghitis, Frida. Donald Trump is 'gaslighting' all of us. CNN. ციტირების თარიღი: 16 February 2017
  28. Gibson, Caitlin. What we talk about when we talk about Donald Trump and 'gaslighting' (27 January 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2020. ციტირების თარიღი: 29 January 2017
  29. Cassidy, John. The White House Is Gaslighting Americans About Donald Trump’s Tariffs (24 February 2025). ციტირების თარიღი: 25 April 2025
  30. FULL: Minnesota Gov. Tim Walz Breaks Down Trump's Tariffs, Democrats' Future With CNN's Jake Tapper.
  31. Constabile-Heming, Carol Anne; Glajar, Valentina; Lewis, Alison (2021) „Citizen informants, glitches in the system, and the limits of collaboration: Eastern experiences in the cold war era“, Histories of Surveillance from Antiquity to the Digital Era: The Eyes and Ears of Power. Routledge.