გასკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გასკონის რუკა

გასკონი (ფრანგ. Gascogne, გასკ. Gasconha [gasˈkuɲɔ / gasˈkuɲə], ოქსი. Gasconha) — ისტორიული ოლქი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. სახელწოდება დაკავშირებულია ბასკებთან. (ლათ. Vasconi, აქედან Vasconia, შემდეგ ფრანგ. Gascogne), რომლებმაც VI საუკუნეში პირენეები გადალახეს და ამ ტერიტორიაზე დასახლდნენ. 602 წლიდან გასკონი საჰერცოგოა. 1036 წელს აკვიტანიის საჰერცოგოს შეუერთდა. XVII–XVIII საუკუნეებში საფრანგეთის სამეფოში შედიოდა და გიენთან ერთად შეადგენდა გიენისა და გასკონის საგუბერნატოროს. გასკონის ტერიტორიაზე რამდენიმე დეპარტამენტი ჩამოყალიბდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]