შინაარსზე გადასვლა

გასაჩერებელი ბაქანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უბრალო ბაქანი. რუსეთი

გასაჩერებელი ბაქანი — სარკინიგზო ხაზების კეთილმოწყობის ობიექტი რკინიგზისა და მეტროპოლიტენის სადგურებზე.

სარკინიგზო ბაქნები იყოფა სამგზავრო (სინონიმი: პერონი, გასაჩერებელი ბაქანი, ჩასასხდომი მოედანი), მგზავრთა ჩაჯდომა-გადმოსვლისათვის, ფოსტის და ბარგის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის და ა.შ., და სატვირთო (სატვირთო ოპერაციების დანიშნულებით: შენახვა, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები, დახარისხება).

ბაქნების შექმნის მიზანია მგზავრთა მატარებელში შესვლის და ჩასხდომა-გადმოსვლის უზრუნველყოფა.[1]

ბაქნის ზედაპირის დაფარვა ყველაზე ხშირად მყარია (ბეტონი, ასფალტი).[2]

კლასიფიცირდებიან ადგიმდებარეობის მიხედვით რკინიგზის ვაგზლებთან მიმართებაში შუალედურად და ძირითადად. ძირითადებს აქვთ უშუალო კავშირი ვაგზლებთან, შესაძლებელია მდებარეობდნენ ლიანდაგიდან გვერდით ან მათ პერპენდიკულარულად. შუალედურები (ისინი კუნძულებრივებია) მდებარეობენ მიმღებ-გამშვებ ლიანდაგებს შორის, მათი ძირითად პლატფორმებთან და ვაგზლებთან შესაერთებლად გამოიყენება ფეხით მოსიარულეთა გვირაბები, გადასასვლელები ან ხიდები.[2]

სიმაღლე ვაგონთან მიმართებაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძველი ბაქანი სიმაღლით 200 მმ მოშორებით და ახალი სიმაღლით 1100 მმ სადგურ სანტა მესაში მანილაში.

უბრალო ბაქანი — მოედანი იმავე დონეზე, რომელზეც იმყოფება რკინიგზის ლიანდაგი, რასაც ჩვეულებრივ მოყვება საკმაოდ დიდი სიმაღლეთა სხვაობა ბაქანსა და ვაგონის იატაკს შორის. თუ ბაქნის სიმაღლე 0,2 მეტრია რელსის ზედა ნაწილიდან, მაშინ ბაქანს ქვია დაბალი. ხშირად ასეთი მოედანი არ ითვლება ნამდვილ ბაქნად. დაბალი ბაქნები იაფია მათი აგებისას. შენდება იმ გამყოფ პუნქტებზე, სადაც გადის სატრანზიტო მატარებლებისა და ტექდათვალიერების გავლას.[2]

უფრო მეტად ტრადიციული ბაქნები ლიანდაგთან მიმართებაში ამაღლებულები არიან. რეალობაში ისინი უნდა იმყოფებოდნენ ერთ დონეზე. თუ ბაქნის სიმაღლე რელსის ზედა ნაწილზე 0,9 მეტრიდან 1,3 მეტრამდეა, მაშინ ბაქანს ქვია მაღალი.[1] მაღალი ბაქნები შენდება დიდი მგზავრნაკადიანობის სადგურებზე[2] და მოტორვაგონიანი მოძრავი შემადგენლობის ექსპლოატაციისას ფეხის საყრდენების გარეშე.[1] ისინი გამოირჩევიან მგზავრებისთვის მოხერხებულობით, მაგრამ რთულ ამოცანას ქმნიან შემადგენლობის ტექნიკური შემოწმების დროს.

ბაქნის სიგრძე განისაზღვრება ყველაზე უფრო გრძელი სიგრძის სამგზავრო მატარებელზე გათვლით, ასევე შესაძლებელია სიგრძის გაზრდა 500 მეტრამდე.[1]