გარჯილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარჯილა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 1829 
ქედი რაჭის ქედი

გარჯილა — მთა საქართველოში, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ჭიათურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე, შაორის წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ზე. სიმაღლე 1829 მ. გარჯილა აგებულია ცარცული ასაკის გადოლომიტებული კირქვებით. კალთები ციცაბოა, წიფლისა და სოჭის მეჩხერი ტყით შემოსილი, მწვერვალზე მეორეული სუბალპური ბალახეულობაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]