გარსია I (გალისია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარსია I
García I
გალისიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 1065
მმართ. დასასრული: 1071
წინამორბედი: ფერდინანდ I დიდი
მემკვიდრე: ალფონსო VI
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1042
გარდ. თარიღი: 22 მარტი, 1090
დინასტია: ნავარის დინასტია
მამა: ფერდინანდ I დიდი
დედა: სანჩა ლეონელი
რელიგია: კათოლიკე

გარსია I (ესპ. García I; დ. 1042 — გ. 22 მარტი, 1090) — გალისიის მეფე 1065-1071 წლებში. ფერდინანდ I დიდის მესამე შვილი. 1065 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ სამართავად მიიღო გალისია და თანამედროვე პორტუგალიის ნაწილი კოიმბრის ჩათვლით. დედის მხრიდან იყო ალფონსო V-ის შვილიშვილი. გალისიის სამეფოს ხარკს უხდიდნენ სევილიისა და ბადახოსის საემიროები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარსიას აღმზრდელი იყო სანტიაგო-დე-კომპოსტელას ეპისკოპოსი კრესკონიო. თავისი მეფობის დროს მან აღადგინა ბრაგანსკისა და ტუის ეპარქიები და პატრონობდა სან-ანტონიო-ტოკუესის მონასტერს.

გალისიის ფლობისას თავისი ინტერესებისათვის იყენებდა დაძაბულობას, რომელიც გამოწვეული იყო სამოქალაქო ომით მის ძმებს სანჩოსა და ალფონსოს შორის. მან გამოაცხადა დამოუკიდებელი გალისიისა და პორტუგალიის სამეფოს შექმნა. გარსიას პოლიტიკამ ნუნუ II მანდესის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც იყო დამოუკიდებელი პორტუგალის ბოლო მმართველი ვიმარა პერეშის დინასტიიდან. ნუნუ II აჯანყდა 1070 წელს. 1071 წელს გარსიამ სძლია ნუნუ II მანდესი პედროსასთან ბრძოლაში. ასე გახდა გარსია პირველი, ვინც გამოიყენა პორტუგალიის მეფის ტიტული.

ფერდინანდის მიერ სამეფოს გაყოფამ შექმნა ნიადაგი მომავალი კონფლიქტებისათვის ძმებს შორის და გარსია გახდა პირველი, ვინც დაკარგა გვირგვინი. დედის სიკვდილის შემდეგ 1067 წელს დაიწყო ბრძოლა ძმებს შორის. მას შემდეგ, რაც 1068 წელს დასრულდა ომი სამ სანჩოს შორის (სანჩო II კასტილიელი სანჩო IV ნავარელისა და სანჩო I არაგონელის წინააღმდეგ).

გარსიას ძმებმა, მეფე სანჩო II კასტილიელი და ალფონსო VI-მ მოილაპარაკეს გაეყოთ მისი მიწები. ამის შემდეგ მათ დაიპყრეს გალისია და გაიყვეს მისი მიწები. გარსია გაიქცა. სანჩოს სიკვდილის შემდეგ 1072 წელს გარსიამ დაიბრუნა გალისია, მაგრამ მოტყუებით დაიჭირეს 1072 წელს, ალფონსო VI-მ, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო სანჩო და კასტილია გადაასახლეს ლუნას ციხესიმაგრეში, სადაც სასჯელს იხდიდა სიკვდილამდე. 1090 წლის 22 მარტს სიკვდილის წინ გარსიამ დაიბარა, რომ მისი ციხის ხელბორკილები გამოკვეთილი ყოფილიყო მისი საფლავის ფილაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გარსიას სამეფომ ცოტა ხანს იარსება, მან მოამზადა ნიადაგი მომავალი პორტუგალიის სამეფოს ჰენრიხ ბურგუნდიელთან ერთად.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარსიას ჰყავდა არაკანონიერი შვილი ფერნანდო, რომელსაც ზოგი მკვლევარი აიგივებეს 1034 წელს დაღუპულ ფერნანდო დე კასტროსთან, იტისა და უსედის ბატონთან , რომელიც იყო კასტილიელი კასტროების გვარის დამაარსებელი, რომელმაც მიაღწია დიდ წარმატებას მეფე ალფონსო VII მართველობის დროს, მაგრამ არ არსებობს ამ ჰიპოთეზის დამადასტურებელი ისტორიული წყაროები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]