გარსენდა II საბრანელი
გარსენდა II საბრანელი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | სავარ. 1180[1] [2] |
გარდ. თარიღი | 1242 ან 1209[2] |
საქმიანობა | trobairitz[1] , კომპოზიტორი, პოეტი და მწერალი |
მეუღლე | Alfonso II, Count of Provence[3] [2] |
მამა | Rainon I de Sabran[3] [2] |
დედა | Garsende de Forcalquier[3] [2] |
შვილ(ებ)ი | რამონ ბერენგარი IV, პროვანსის გრაფი და Gersende of Provence |
გარსენდა (ფრანგ. Garsende; დაახლ. 1180 – დაახლ. 1242/1257) — პროვანსის გრაფინია 1193 წლიდან, როგორც ალფონს II-ის მეუღლე და ფორკალკიეს გრაფინია საკუთარი უფლებით 1209 წლიდან, რის შემდეგაც ფორკალკიე პროვანსს შეუერთდა.
გარსენდა იყო ოქსიტანური ლიტერატურის, განსაკუთრებით ტრუბადურების მფარველი. თავადაც წერდა ლირიკულ პოეზიას და მიიჩნევა ერთ-ერთ ტრობაირიცად, სახელით — Garsenda de Proensa. მისი უახლესი რედაქტორების სიტყვებით, ის იყო „ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი ოქსიტანურ ისტორიაში“.[4]
ადრეული ცხოვრება და ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარსენდა იყო რეინუს (ან რენიეს) — კაილარისა და ანსუისის უფლის, საბრანის სახლიდან — და გარსენდა უფროსის, უილიამ IV ფორკალკიელის ქალიშვილის შვილი. იგი დედის სახელობის იყო, რომელიც მამამისის — უილიამ IV-ის — მემკვიდრე იყო, მაგრამ გარდაიცვალა მამამთილის სიცოცხლეში. შესაბამისად, გარსენდამ ფორკალკიეს საგრაფო მემკვიდრეობით მიიღო თავისი ბაბუისგან.
ის მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო, როდესაც 1193 წელს ბაბუა უილიამ IV და ალფონსო II, რომ დაეთანხმნენ ეიქსის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც გარსენდა მემკვიდრეობით მიიღებდა უილიამის საგრაფოს და დაქორწინდებოდა ალფონსზე, რომელიც მომავალში პროვანსის გრაფი გახდებოდა. ქორწინება გაიმართა ეიქს-ან-პროვანსში, 1193 წლის ივლისში. წყვილს ჰყავდა სულ მცირე ორი შვილი — პროვანსის გრაფი რაიმონდ ბერენგარი V და გარსენდა, რომელიც დაქორწინდა გიიომ II დე მონკადასზე და გააჩინა ორი შვილი, მათ შორის ბეარის ვიცეგრაფი გასტონ VII.[5][6][7]
რეგენტობა და მფარველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1209 წელს, უილიამ IV-ისა და ალფონსო II-ის გარდაცვალების შემდეგ, გარსენდა გახდა მათი შვილისა და მემკვიდრის — რაიმონდ ბერენგარ V-ის ბუნებრივი მეურვე. თავდაპირველად მისი სიძე, პეტრე II არაგონელი, პროვანსის რეგენტად ნიშნავდა თავის ძმას, სანჩოს, თუმცა პეტრეს გარდაცვალების შემდეგ (1213) სანჩო თავად გახდა არაგონის რეგენტი და პროვანსი და ფორკალკიე გადასცა თავის შვილს — ნუნიო სანჩესს. შექმნილ ვითარებაში დაპირისპირება დაიწყო კატალონიელებსა და გრაფინიას მომხრეებს შორის, რომლებიც ნუნიოს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ის ცდილობდა თავისი ძმისშვილის უფლებების ჩამორთმევას. პროვანსის არისტოკრატია თავდაპირველად ცდილობდა სიტუაციით სარგებლობას საკუთარი ინტერესებისთვის, თუმცა საბოლოოდ მათ მხარი დაუჭირეს გარსენდას და ნუნიო პროვანსიდან გააძევეს — იგი დაბრუნდა კატალონიაში. რეგენტობა გადაეცა გარსენდას და შეიქმნა რეგენტთა საბჭო, რომელშიც შედიოდნენ ადგილობრივი არისტოკრატები.

სავარაუდოა, რომ სწორედ რეგენტობის პერიოდში (1209/1213 – 1217/1220) გარსენდა გახდა პოეტთა ლიტერატურული წრის საყრდენი და ცენტრი, თუმცა ელიას დე ბარჟოლისის ვიდა მის მფარველად ალფონსოს ასახელებს. შემორჩენილია ერთი ტენსო — დიალოგური პოემა კეთილ ქალბატონთან (bona dompna), რომელიც ერთ შანსონიეში მოხსენიებულია, როგორც la contessa de Proessa.[10] დიალოგის ორი კობლა ორ შანსონიეში — F და T — განსხვავებულ თანმიმდევრობით არის დაცული, რის გამოც უცნობია, ვინ იწყებს საუბარს. თუმცა ქალის ნაწილი იწყება სიტყვებით: Vos q'em semblatz dels corals amadors. ლექსში გრაფინია გამოხატავს სიყვარულს თავის თანამოსაუბრეს მიმართ, რომელიც ზრდილობიანად, მაგრამ ფრთხილად პასუხობს.
ზოგი ინტერპრეტაციის მიხედვით, ტრუბადური შესაძლოა ყოფილიყო გი დე კავალიონი, რომლის ვიდაც იმეორებს ჭორს (სავარაუდოდ უსაფუძვლოს), თითქოს იგი გარსენდას საყვარელი იყო. თუმცა გი დე კავალიონი პროვანსის კარზე 1200–1209 წლებში იმყოფებოდა, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ ტენსოს თარიღიც უფრო ადრეა. ელიას დე ბარჟოლისი, როგორც ჩანს, „შეყვარებული“ იყო გარსენდაში, როცა ის ქვრივიდარჩა, და მასზე მღეროდა სიცოცხლის ბოლომდე, სანამ მონასტერში არ შევიდა. რაიმონ ვიდალი ასევე აქებდა გარსენდას, როგორც ტრუბადურების მფარველს.
გარსენდა, უკან დახევა და ცხოვრების ბოლო წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1220 წელს, გიიომ II დე საბრანი — უილიამ IV-ის ძმიშვილი, რომელიც იბრძოდა ფორკალკიეს დაბრუნებისთვის და აჯანყებული იყო სისტერონის რეგიონში — ნაწილობრივ განეიტრალდა ეიქსის მთავარეპისკოპოსის, ბერმონ ლე კორნუს შუამავლობით. უკვე 1217 ან 1220 წლისთვის გარსენდამ საბოლოოდ გადასცა ფორკალკიე თავის შვილს და თავი დაანება მართვას.
დაახლოებით 1225 წელს გარსენდა გადადგა საჯარო ცხოვრებიდან და განმარტოვდა ლა სელის მონასტერში. 1242 წელს ის ბორდოში გაემგზავრა, რათა მოენახულებინა ახლადდაბადებული შვილთაშვილი, ინგლისელი ბეატრისი, და მისი მშობლები. იმ პერიოდში, როდესაც ბეატრისის მამა — ინგლისელი ჰენრი III — საფრანგეთში ომში იყო ჩართული, გარსენდამ მის სამსახურში ჩააყენა სამოცი რაინდი.[11]
არსებობს ვარაუდი, რომ გარსენდა შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო 1257 წლამდე — სწორედ მაშინ მოიხსენიება ერთი ქალი ამავე სახელით, რომელმაც შემოწირულობა გააკეთა წმინდა იოანეს ეკლესიისათვის იმ პირობით, რომ სამი მღვდელი ილოცებდა მისსა და მისი მეუღლის სულისთვის.
პოეზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
|
შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France Record #139423279 // BnF catalogue général — Paris: BnF.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 https://gallica.bnf.fr/ark:/12148/bpt6k3210036z/f432.image.r=Sabran
- ↑ 3.0 3.1 3.2 Cawley C. Medieval Lands: A prosopography of medieval European noble and royal families
- ↑ Bruckner, Shepard & White 1995, p. 163.
- ↑ Shideler 1983, p. 192.
- ↑ Miret i Sans 1902, p. 281.
- ↑ Cirera i Prim 1954, p. 102.
- ↑ Blancard 1860, p. 56, nos. 1 & 2 (plate 28).
- ↑ Constable 1957, p. 150.
- ↑ ასევე გვხვდება წერილობითი ვარიანტები: comtessa ან contesa.
- ↑ Cox 1974, p. 118.
- ↑ Bogin 1976, pp. 108–09.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Blancard, Louis (1860). Iconographie des sceaux et bulles conservés dans la partie antérieur à 1790 des archives départementales des Bouches-du-Rhone. Paris: J.-B. Dumoulin.
- Bogin, Meg (1976). The Women Troubadours. Scarborough: Paddington. ISBN 0846701138.
- Bruckner, Matilda Tomaryn; Shepard, Laurie; White, Sarah (1995) Songs of the Women Troubadours. New York: Garland Publishing. ISBN 0815308175.
- Cirera i Prim, Jaume (1954). „Filiación de los Montcada que asistieron a la conquista de Mallorca“. Memòries de la Reial Acadèmia Mallorquina d'Estudis Genealògics, Heràldics i Històrics. 2 (1–4): 101–12.
- Constable, Giles (1957). „The Disputed Election at Langres in 1138“. Traditio. 13: 119–52. doi:10.1017/S0362152900007947. S2CID 151663893.
- Cox, Eugene L. (1974). The Eagles of Savoy. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 0691052166.
- Miret i Sans, Joaquim (1902). „La casa de Montcada en el Vizcondado de Bearn“. Boletín de la Real Academia de Buenas Letras de Barcelona. 1 (6): 280–303.
- Shideler, John C. (1983). Medieval Catalan Noble Family: The Montcadas, 1000–1230. University of California Press. ISBN 0520045785.
- დაბადებული 1180
- გარდაცვლილი 1242
- გარდაცვლილი 1209
- XIII საუკუნეში გარდაცვლილი პირები
- დაბადების წელი უცნობია
- გარდაცვალების წელი უცნობია
- XIII საუკუნის ფრანგი ტრუბადურები
- XIII საუკუნის მმართველი გრაფინიები
- XIII საუკუნის გრაფინია კონსორტები
- XIII საუკუნის ფრანგი ქალი მწერლები
- XIII საუკუნის ქალი კომპოზიტორები
- XIII საუკუნის კომპოზიტორები
- პროვანსის გრაფინები
- ფორკალკიეს გრაფები
- XIII საუკუნის ქალი რეგენტები
- XIII საუკუნის რეგენტები
- საბრანის სახლი
- შუა საუკუნეების ქალი პოეტები