გარსევანიშვილების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარსევანიშვილების კოშკი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული, მეორე და მესამე სართულების დასავლეთ მხარის ნაწილი. პირველ სართულს ერთი კარი (სამხრეთ-დასავლეთით) და ოთხი სარკმელი აქვს. მეორე სართულის კედელში ოთხი სათოფურია. პირველსა და მეორე სართულს გუმბათოვანი გადახურვა ჰქონია.

სოფელში 1724 წელს ქართველებსა და ოსმალებს შორის მოხდა ბრძოლა, რომელიც ქართველების დამარცხებით დამთავრდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990 წ.