აკვიტანიის აუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გარონის დაბლობი)

აკვიტანიის აუზი (ფრანგ. Bassin aquitain) — დაბალი ვაკე საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მდინარე გარონას ქვემო დინებაში, პირენეებს, საფრანგეთის ცენტრალურ მასივსა და ბისკაის ყურეს შორის. ძირითადად აგებულია კაინოზოური ჯგუფის ფხვიერი ნალექებით. თანდათან მაღლდება ბისკაიის ყურიდან აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. ბისკაის ყურის გასწვრივ ქვიშიანი დაჭაობებული დაბლობია. დაბლობზეა ფართოფოთლოვანი ტყეები, ბუჩქნარი. მოჰყავთ თამბაქო, მარცვლეული, არის ხეხილის ბაღები, ვენახები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]