გარნაკერიანის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარნაკერიანის სახლი
რუს. Дом Гарнакерьяна
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
მასალა აგური
დასრულების თარიღი 1960

გარნაკერიანის სახლი (რუს. Дом Гарнакерьяна) — შენობა დონის როსტოვში, რომელშიც ცხოვრობდნენ პოეტები აშოტ გარნაკერიანი, ალექსანდრ ოლენიჩ-გნენენკო და მწერალი გიორგი შოლოხოვ-სინიავსკი. ოთხსართულიანი აგურის სახლი აშენებულია 1960 წელს. სახლი მდებარეობს მისამართზე: პუშკინის ქუჩა № 78.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი მდებარეობს ქალაქ დონის როსტოვის ცენტრში პუშკინის ქუჩა № 78-ში. იგი ააშენეს 1960 წელს. ამ სახლში სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ პოეტები აშოტ გიორგის ძე გარნაკერიანი (1960 წლიდან 1977 წლამდე), ლექსების ავტორი, რომელიც ეძღვნება დონის მხარეს. ალექსანდრე პავლეს ძე ოლენიჩ-გნენენკო (1960 წლიდან 1963 წლამდე) საბავშვო ლექსების ავტორი, პეიზაჟური ლირიკის ავტორი. დონის ტერიტორიაზე საბჭოთა ლიტერატურის ერთ-ერთი პირველი წამომწყები, მწერალი გიორგი ფილიპეს ძე შოლოხოვ-სინიავსკი (1960 წლიდან 1967 წლამდე).

პოეტი ა. ოლენიჩ-გნენენკო ცხოვრობდა მეორე სართულზე ბინა ნომერ 3-ში, მე-4 ოთახში ცხოვრობდა პოეტი ა. გარნაკერიანი, მესამე სართულზე მე-6 ოთახში კი ცხოვრობდა გ. შოლოხოვ-სინიავსკი. ყველა ჩამოთვლილი ავტორის ფანჯრები გადიოდა სამხრეთით.

პოეტების სამუშაო კაბინეტების მემორიალური დაფები შემონახული არ არის. წინანდელი სახე შემონახული აქვს მწერალ გ. შოლოხოვ-სინიავსკის კაბინეტს.

1967 წელს შენობაზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1960 წლიდან 1967 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გიორგი ფილიპეს ძე შოლოხოვ-სინიავსკი.“

აქვე 1971 წელს დაკიდეს მეორე მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1960 წლიდან 1963 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოეტი ალექსანდრე პავლეს ძე ოლენიჩ-გნენენკო[1].“

1978 წელს შენობაზე აკიდეს მესამე მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1960 წლიდან 1977 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა პოეტი აშოტ გიორგის ძე განაკერიანი.“

პოეტ განაკერიანის მემორიალურ დაფის თავზე დაკიდეს პოეტის ბარელიეფური გამოსახულება.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ოთხსართულიანია, აგებულია აგურით, მაღალ ცოკოლზე. შენობა მართკუთხა დაგეგმარებისაა და გაფორმებულია აივნებით მეორედან მეოთხე სართულამდე. გაფორმებულია სართულშორისი კარნიზით, გეომეტრიული ფიგურებით. სახლის მარჯვენა ნაწილში თაღია, რომელიც გადის ეზოში.

ნაგებობა სწორკუთხაა დაგეგმარებაში. საცხოვრებელი სახლები განლაგებულია კიბის ორივე მხარეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гегузин И. Страницы ростовской летописи. - Ростов-н/Д., 1983. - С. 151 - 155, 158 - 160.
  • Писатели Дона. Библиографический указатель. - Ростов-н/Д, 1986.- С. 77 - 81, 244 - 245, 387

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]