გარლიავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გარლიავა ლიტვის რუკაზე
Garliava.png

გარლიავა (ლიტვ. Garliava) — ქალაქი კაუნასის რაიონში; ლიტვა; გარლიავის საქალაქო და სამხარეო სამამასახლისოს ცენტრი (ლიტვ. Garliavos apylinkių seniūnija).

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კაუნასიდან სამხრეთით 10 კილომეტრში და კაუნას-კალინინგრადის რკინიგზის გარლიავას სადგურიდან 1,5 კმ-ში მდებარეობს. ქალაქშია ფოსტა, ავტობუსის გაჩერება, საყდარი, ბიბლიოთეკა, ორი მუზეუმი (რეზისტენციის მუზეუმი გიმნაზიაში და სამხარეო მუზეუმი სკოლაში), სასტუმრო, ფუნდუკი, საავადმყოფო, აფთიაქები, სარემონტო-მექანიკური ქარხანა, სატრიკოტაჟო პროდუქციის წარმოება.

1970 წელს ქალაქში 6 ათასი მცხოვრები ფიქსირდებოდა, 2005 წელს 13,400 ადამიანი.

დასახელების თავდაპირველი ფორმა Godlewo იყო, რაც გვარ გოდლევსკიდან მომდინარეობს.

გარლიავის გერბი

გერბი დამტკიცებულია 1994 წელს. გამოსახავს ტოტს მუხის სამი ფოთლით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლებულმა პუნქტმა XIX საუკუნის დამდეგიდან იწყო ჩამოყალიბება იქვე გაყვანილ გზატკეცილთან ახლოს. 1809 წელს წმინდა სამების საყდარი, ხოლო 1814 წელს ლუთერანული ტაძარი აღიჭურვა. ორ მსოფლიო ომს შორის თემის ცენტრს წარმოადგენდა. მოსახლეობის დიდ ნაწილს ებრაელები შეადგენდნენ, მათი უმეტესობა მეორე მსოფლიო ომის დროს ამოწყდა. 1944 წლის ზაფხულში გადაწვეს სინაგოგა და ასევე ლუთერანული ეკლესია.