გართ ბრუკსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გართ ბრუკსი
Garth Brooks 1.jpg
გართ ბრუკსი 2002 წელს
მშობ. სახელი Garth Brooks
დაბ. სახელი ტროიალ გართ ბრუკსი
დაბ. თარიღი 7 თებერვალი, 1962 (1962-02-07) (57 წლის)
ტალსა, ოკლაჰომა, აშშ[1]
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
აქტიური
  • 1984–2001
  • 2005–დღემდე
მეუღლე(ები)
შვილ(ებ)ი 3
მუსიკალური კარიერა
ჟანრი
ინსტრუმენტები
  • ვოკალი
  • გიტარა
  • პიანინო
ლეიბლი
ასოციაციები
საიტი garthbrooks.com

ტროიალ გართ ბრუკსი (ინგლ. Troyal Garth Brooks; დ. 7 თებერვალი, 1962) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი.[2] დიდ პოპულარობას მიაღწია მას შემდეგ, რაც ერთმანეთში გააერთიანა ქანთრი და როკ-ენ-როლის ელემენტები. ეკავა წამაყვანი პოზიციები ქანთრის სინგლების და ალბომების ჩარტებში.[3] ბრუკსი აგრეთვე წარმატებით ასრულებს პოპ-მუსიკასაც.[4]

ამერიკის ხმისჩამწერ ასოციაციაზე დაყრდნობით იგი ყველაზე გაყიდვადი სოლო-შემსრულებელია მსოფლიოში 148 მილიონი გაყიდული ალბომით[5] და აგრეთვე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მსოფლიოში (170 მილიონი).[6]

ბრუკსი ერთადერთი შემსრულებელია მუსიკის ისტორიაში, რომლის 7 ალბომს მიენიჭა ბრილიანტის სტატუსი აშშ-ში. 1980 წლიდან დღემდე გამოსცა 22 ჩანაწერი, რომელთა შორის არის 12 სტუდიური, 2 ცოცხალი, 3 კომპილაციური და 3 საახალწლო ალბომი, ისევე როგორც 4 ბოქს-სეტი.[7] მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორისაა 2 გრემის[8] და 17 ამერიკული მუსიკის ჯილდო.

ოჯახური და კარიერული პრობლემების გამო, ბრუკსმა 2001 წელს შეწყვიტა მუსიკალური ჩანაწერების გამოშვება და კონცერტების გამართვა. თუმცა 2005 წლიდან კვლავ განაგრძო აქტიური მოღვაწეობა სცენაზე.[4] მის არყოფნაში გაიყიდა მილიონი ალბომი და გამოიცა რამდენიმე სინგლი.[9][10]

2009-2014 წლებში პერიოდულად მართავდა კონცერტებს თეატრ Encore Las Vegas-ში, ლას-ვეგასში.[11] 2014 წლის ივლისში კონტრაქტი გააფორმა Sony Music Nashville-თან. იმავე წლის სექტემბერში მეუღლესთან, ტრიშა იერვუდთან ერთად დაიწყო მსოფლიო ტურნე სახელწოდებით „World Tour“, რომელიც მიმდინარეობდა 2017 წლამდე. 2016 წლის ნოემბერში გამოვიდა მისი ბოლო ალბომი „Gunslinger“.

2011 წელს გართ ბრუკსი შეყვანილი იქნა სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში,[12] ხოლო 2012 წლის 21 ოქტომბერს კი ქანთრის დიდების დარბაზში.[13]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გართ ბრუკსის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Brooks, Troyal Garth (1962- ). Encyclopedia of Oklahoma History & Culture. Oklahoma Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან - 1 დეკემბერი, 2013. წაკითხვის თარიღი: 2013-12-09.
  2. Garth Brooks. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 11 დეკემბერი, 2015.
  3. News from the Associated Press (13 ივლისი, 2014).
  4. 4.0 4.1 Johnson, Kevin C.. “Country music may survive A.G. (After Garth)“, 2000-11-11. წაკითხვის თარიღი: 2007-04-03. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-03-07. 
  5. Betts, Stephen L.. (13 იანვარი, 2015) Garth Brooks Surpasses Elvis Presley in Album Sales... Again. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2015-01-13.
  6. Hunt, Chase. “Garth Brooks' 10 best songs“, AXS, 17 ივნისი, 2015. წაკითხვის თარიღი: 25 დეკემბერი, 2017. 
  7. RIAA Gold and Platinum Search for albums by Garth Brooks 27 იანვარი, 2016
  8. Past Winners: Garth Brooks. წაკითხვის თარიღი: 7 December 2014.
  9. "Garth cracks a Million – again", Country Weekly, 8 დეკემბერი, 2005, http://www.countryweekly.com/scoop/1607. წაკითხვის თარიღი: 2007-03-16. Archived from the original on 21 მარტი, 2017.
  10. Wal-Mart (29 ნოემბერი, 2005). „Garth Brooks Boxed Set is Single Biggest Music Event in Wal-Mart History“. პრეს-რელიზი. http://www.walmart.com/catalog/garth/news_2005-11-29.jsp?dept=4104. წაკითხვის თარიღი: 2007-03-16.
  11. Watts, Cindy. Garth Brooks talks new album, tour at press conference. The Tennesseeian. წაკითხვის თარიღი: 11 ნოემბერი, 2014
  12. Garth Brooks | Songwriters Hall of Fame. წაკითხვის თარიღი: 27 აგვისტო, 2017.
  13. Talbort, Chris. “Brooks Heads For Country Hall Of Fame, Looks Ahead“, Associated Press. წაკითხვის თარიღი: 21 ოქტომბერი,2012. დაარქივებულია ორიგინალიდან - 13 ივლისი, 2014.