შინაარსზე გადასვლა

გარდაბნის თბოელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარდაბნის თბოელექტროსადგური — კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური საქართველოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გარდაბანთან. სადგურის სიმძლავრე 231 მეგავატია. განკუთვნილია დატვირთვის ბაზისურ ნაწილში მუშაობისთვის. ელექტროენერგიის ყოველწლიური გამომუშავება იცვლება 1,2-დან 1,6 მილიარდ კვტ·სთ-მდე; ძირითადი საწვავია ბუნებრივი აირი, რომლის ყოველწლიური ხარჯი შეადგენს 290–300 მილიონ კუბურ მეტრს. სადგურის თერმული ეფექტიანობა 52–54%-ია, რაც 20–22%-ით აღემატება სტანდარტული ორთქლტურბინული სადგურების ეფექტიანობას.[1]

თბოელექტროსადგურის მშენებლობა 2014 წლის იანვარში დაიწყო.[2] ექსპლუატაციაში შევიდა 2015 წლის ივლისში.[3] მშენებლობაზე დაიხარჯა 231 მლნ აშშ დოლარი.[1]

შპს „გარდაბნის თბოსადგური“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდაბნის თბოელექტროსადგური შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ საკუთრებაშია. ამ კომპანიის 51% წილის მფლობელია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ხოლო 49%-ს ფლობს საპარტნიორო ფონდი. თბოელექტროსადგურის მშენებლობაც მთლიანად ამ ორგანიზაციებმა დააფინანსეს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 საქმიანობა. შპს „გარდაბნის თბოსადგური“. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021
  2. მაჭარაშვილი, მადლენა (17 იანვარი, 2014). „გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე 600-მდე ადამიანი დასაქმდება“. for.ge. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. „გარდაბნის თბოელექტროსადგურის გახსნის ცერემონია“. gov.ge. საქართველოს მთავრობა. 22 ივლისი, 2015. ციტირების თარიღი: 26 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)