შინაარსზე გადასვლა

გარგანოს ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გარგანოს ეროვნული პარკი

Parco nazionale del Gargano

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
გარგანოს ეროვნული პარკი
მდებარეობა ფოჯის პროვინცია
აპულია
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
კოორდინატები 41°48′22″ ჩ. გ. 15°55′30″ ა. გ. / 41.80611° ჩ. გ. 15.92500° ა. გ. / 41.80611; 15.92500
ფართობი 118.144 ჰა.
დაარსდა 1991
ოფიციალური საიტი პარკის საიტი

გარგანოს ეროვნული პარკი (იტალ. Parco nazionale del Gargano) — ეროვნული პარკი სამხრეთ იტალიაში. მდებარეობს გარგანოს ნახევარკუნძულზე, ფოჯის პროვინციაში.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ვრცელდება გარგანოს მთა, აქვეა ტრემიტის არქიპელაგი. პარკი ცნობილია თავისი უძველესი ფიჭვის ტყეებით. დაარსდა 1991 წლის 6 დეკემბერს.[1] ფართობი დაახლოებით 118.144 ჰა. წარმოადგენს იტალიიის ერთ-ერთ უდიდეს პარკს. მრავალფეროვანია ფლორა და ფაუნა. იზრდება დაახლოებით 2200 სახეობის მცენარე, მათ შორისაა მაკვისი, მუხა, წიფელი, ფიჭვი, თელა, წაბლი, ნეკერჩხალი და სხვ. გვხვდება ფრინველთა დაახლოებით 170 სახეობა. უხვადაა ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები და ამფიბიები.

პარკის ტერიტორიაზე განვითარებულია კარსტი. ჩრდილო-დასავლეთით არის ორი ულამაზესი ლაგუნა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Elenco ufficiale delle aree protette (EUAP)[მკვდარი ბმული] 5º Aggiornamento approvato con Delibera della Conferenza Stato Regioni del 24 luglio 2003 e pubblicato nel Supplemento ordinario n. 144 alla Gazzetta Ufficiale n. 205 del 4 settembre 2003.