შინაარსზე გადასვლა

გარბანის აკლდამები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გარბანის აკლდამები — არქეოლოგიური ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს გარბანის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

1972 წელს გათხარა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის ხევის რაზმმა (ხელმძღვანელი გიორგი ღამბაშიძე). აკლდამები გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედია. ნაგებია მოზრდილი ნატეხი ქვით. წყობა მშრალია. გადახურულია ფიქლით. ოთხკუთხა ჩასასვლელი სახურავიდანაა. მიცვალებულის ძვლები არეულია. აკლდამები უინვენტაროა.