შინაარსზე გადასვლა

სამოცეული ციკლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გან-ჯის სისტემა)
ჩინური რიტუალური ძვალი, რომელზეც დატანილია სამოცეული ცილები. ძვ. წ. XI საუკუნე.

სამოცეული ციკლი, ასევე ცნობილი როგორც კანჭის სისტემა (干支) ან ღეროები და ტოტები — 60 წლის აღმნიშვნელი 60 ტერმინისგან შემდგარი ციკლი. ციკლი და ათვლის ეს სისტემა ისტორიულად გამოიყენება დროის აღსაწერად ჩინეთსა და აღმოსავლეთ აზიის სხვა კულტურულ სფეროში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.[1]

სამოცეული ციკლის თითოეული აღმნიშვნა შედგება ორი ჩინური იეროგლიფისგან, რომელთაგან პირველი წარმოადგენს შანგის ერის კვირის ათი ზეციური ღეროდან ერთ-ერთს, ხოლო მეორე - თორმეტი მიწიერი ტოტიდან ერთ-ერთს, რომელიც წარმოადგენს იუპიტერის თორმეტწლიანი ორბიტალური ციკლის წლებს.

პირველი ტერმინი ძიაწი (甲子 ) აერთიანებს პირველ ზეციურ ღეროს პირველ მიწიერ ტოტთან. მეორე ტერმინი იჭოუ (乙丑) აერთიანებს მეორე ღეროს მეორე ტოტთან. ეს სქემა გრძელდება მანამ, სანამ ორივე ციკლი ერთდროულად არ დასრულდება კუიჰაი-თი (癸亥), რის შემდეგაც ის კვლავ იწყება ძიაწი- თ. ათისა და თორმეტის უმცირესი საერთო ჯერადის ეს დასრულება კომბინაციების ნახევარს ტოვებს - მაგალითად ძიაჭოუ (甲丑) რჩება გამოუყენებელი; ეს ტრადიციულად აიხსნება ღეროებისა და ტოტების ინ-იანგის თვისებების მიხედვით დაწყვილებით.

  1. For non-mathematical readers, a simple explanation for the number "60" in the 60-year cycle of the Lunar calendar can be found in Vu-Quoc-Loc (2024), The triennial Hương exam: Deducing laureates' birth years, https://archive.org/details/the-triennial-huong-exam-deducing-laureates-birth-years-2024.05.12.