განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
განჯის ჯგუფის ხალიჩა. 19 საუკუნე

განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლა (აზერ. Gəncə xalçaçılıq məktəbi) — ერთ-ერთი ნაირსახეობა აზერბაიჯანული ხალიჩების ქსოვის სკოლებს შორის. სკოლა მოიცავს განჯისა და მის მიმდებარე სოფლების ტერიტორიას, ასევე გადაბეის, გორანბოის, შამქორისა და სამუხის რაიონებს. ხალიჩების ქსოვის ძირითადი ცენტრი იყო ქალაქი განჯა. X—XI საუკუნეებიდან განჯა იყო ერთ-ერთი მსხვილი აბრეშუმის წარმოების ცენტრი. ის ასევე ცნობილი იყო მაღალი ხარისხის ბეწვისა და აბრეშუმის ხალიჩებით.

განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლას მიეკუთვნება შემდეგი კომპოზიციები: „განჯა“, „უძველესი განჯა“, „ფაჰრალი“, „სამუხი“, „გადაბეი“, „ჩაილი“, „ჩირაგლი“, „შადილი“ და სხვა[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბეწვის ქსოვილები, ტანსაცმელი და აბრეშუმის ხალიჩები, რომლებსაც შუა საუკუნეებში განჯაში აწარმოებდნენ, განსაკუთრებუთ X—XI სს, ფართოდ გავრცელებული და ცნობილი იყო. XIII საუკუნის პირველ ნახევარში მონღოლების აზერბაიჯანზე თავდასხმის დროს განჯამ დამპყრობლებს გადაუხადა ხარკი აბრეშუმის სახით და გადაარჩინა ქალაქი დანგრევას. განჯა, კავკასიაში საუკუნეების მანძილზე ერთ-ერთი ძირითადი ტექსტილის ცენტრი იყო, მან  ასევე სერიოზული გავლენა მოახდინა მეზობელი რეგიონების ტექსტილის ტრადიციებზე[2].

ხალიჩები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განჯის ხალიჩები მიეკუთვნებიან განჯის ხალიჩების სკოლის მაღალხარისხოვანი კატეგორიის ხალიჩებს. განჯის ხალიჩები განჯის გარდა წარმოებული იყო ყარაბაღლიში, ბორსუნლუში, შადილიში, გარადაღლიში, შამქორსა და სხვა ადგილებში. განჯაში ნაქსოვ ხალიჩებს, „ქალაქი განჯა“  ეწოდებოდა. ასეთი ხალიჩების საბაზრო ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე სოფლებში ნაქსოვი ხალიჩების ღირებულება. განჯის ხალიჩები განსხვავდება შემადგენლობით, ფერითა და სტილით. ხალიჩების შუა ნაწილში არის დიაგონალური ხაზები და ამ ხაზებზე გაფორმებული ნუშის ფორმის წაწვეტებული ორნამენტები[3].

ძველი განჯა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი განჯა. ხალიჩა
ხალიჩა "ფაჰრალი"

ძველი განჯის ხალიჩები მიეკუთვნებიან უმაღლესი ხარისხის ხალიჩების კატეგორიას. ხალიჩები ქალაქ განჯის სახელს ატარებენ. ამ ხალიჩების წარმოება ხდებოდა ზუსტად განჯაში. ძველი განჯის ხალიჩების შუა ველის შემადგენლობა შედგება ბუჩქებისგან, კომპოზიცია კი ნუშის ფორმის ორნამენტებისგან.ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ელემენტები განლაგებულია დიაგონალურად. შუა მარცხენა და მარჯვენა მხარეს გამოსახულია სურათი, რომელსაც „თათი“ ეწოდება. ამ გამოსახულებას რელიგიური მნიშვნელობა გააჩნია[3].

ფაჰრალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფაჰრალის ხალიჩები მიეკუთვნებიან განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლის უმაღლესი ხარისხის ხალიჩების კატეგორიას. ხალიჩებმა თავიანთი სახელწოდება მიიღეს სოფელ ფაჰრალისგან, რომელიც განჯიდან 25 კმ მდებარეობს. შემდეგ ამ ხალიჩების წარმოება დაიწყეს ახლო მდებარე სოფლებში. ზოგი ხალიჩის მქსოველი ამ ხალიჩას უწოდებენ „განჯის სიამაყეს“. 19 საუკუნის ბოლოს ფაჰრალის ხალიჩების წარმოება ხდებოდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის სოფლებში. ფაჰრალის ხალიჩები მზადდებოდა პატარა ზომებში, რათა გამოყენებული ყოფილიყო რელიგიური ღონისძიებებისა და ნამაზის (მუსულმანური ლოცვა) დროს.აქედან გამომდინარე, ამ ხალიჩებს უწოდებდნენ „ჩაინამაზსა“ და „ჯეინამაზს“ (ადგილი ნამაზის შესრულებისთვის).

ფაჰრალის ხალიჩები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: რთული ხალიჩები, მარტივი ხალიჩები. ეს მოდელები ტექნიკურად ახლოს არიან ერთმანეთთან. მარტივი ხალიჩების ცენტრში გამოსახულია დიდი ტბა მართკუთხა ფორმით, რთული ხალიჩების ცენტრში - კვადრატული და რვაკუთხიანი ტბები[4].

გადაბაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაბაის ხალიჩები მიეკუთვნებიან განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლის საშუალო ხალიჩების კატეგორიას. ხალიჩების შუალედური ნაწილი მოპირკეთებულია ვარსკვლავური ფორმის მედალიონებით, რომლებიც განლაგებულია ვერტიკალურად[3].

ჩაილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიჩა "ჩაილი"

ჩაილის ხალიჩები მიეკუთვნებიან განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლის საშუალო ხალიჩების კატეგორიას. ხალიჩებმა თავიანთი სახელწოდება მიიღეს სოფელ ჩაილისგან. აღსანიშნავია, რომ ხალიჩების ზოგი ელემენტი აღებულია გობუსტანისა და მარაზის ხალიჩების ნაწილებიდან. ისინი ოდნავ შეცვლილები არიან და გამოყენებულნი არიან განჯის ხალიჩების შესაბამისი ტექნიკური დახასიათებით[3].

ჩირაგლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალიჩები მიეკუთვნებიან განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლის საშუალო ხალიჩების კატეგორიას. ხალიჩებმა თავიანთი სახელწოდება მიიღეს სოფელ ჩირაგლისგან, რომელიც მდებარეობს დაშქესანის რაიონში. რამდენიმე ხნის შემდეგ ეს ხალიჩები მზადდებოდა განჯის ხალიჩების ყველა ნაწილში. იმის გამო, რომ ამ ტიპის ხალიჩების დამზადება დაიწყეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში მას სხვადასხვანაირად უწოდებენ - „გაზახის ხალიჩა“, „ფაჰრალის ხალიჩა“, „შამხორის ხალიჩა“ და ა.შ[3].

შადილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შადილის ხალიჩები მიეკუთვნებიან განჯის ხალიჩების ქსოვის სკოლის საშუალო ხალიჩების კატეგორიას. ხალიჩებმა სახელწოდება მიიღეს შადილის სოფლისგან, რომელიც მდებარეობს გორანბოიში. ცოტა ხნის შემდეგ შადილის ხალიჩების ქსოვა დაიწყეს განჯაში, შამქორში, ჩაილისა და გარადაღის სოფლებში და გაზახის რაიონში. ხალიჩის მქსოველები მათ უწოდებენ  „გაზახის ხალიჩებს“ ან „აღსთაფის ხალიჩებს“, ხოლო უცხოურ ლიტერატურასა და სხვა წყაროებში გვხვდება შემდეგი სახელწოდებები: „განჯის ხალიჩები“ ან „კავკასიური ხალიჩები“. ხალიჩის ცენტრი შედგება სამი პატარა კვადრატისგან და ოთხკუთხა ტბების რიგისგან[3].

სამუხი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამუხის ხალიჩები ითვლება ყველაზე ძველ და ცნობილ ხალიჩებად. ხალიჩებმა თავიანთი სახელწოდება მიიღეს სამუხის დასახლებისგან, რომელიც მდებარეობს განჯის ჩრდილოეთით 35 კმ. ეს ხალიჩები განსხვავდებიან განჯის ჯგუფის სხვა ხალიჩებისგან. ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კვადრატული ფორმის ტბა. ტბის შიგნით რამდენიმე გრძელი ვერტიკალური ზოლია. ეს ზოლები ივსება დიდი ბოჭკოვანი ელემენტებით. ტბის ზედა და ქვედა ნაწილებში საშუალო ზომის მედალიონია ილუსტრირებული. ეს მედალიონები დამახასიათებელია გუბის და შირვანის ხალიჩებისთვის[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гянджинская школа ковроткачества
  2. КОВРОДЕЛИЕ В АЗЕРБАЙДЖАНЕ
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Лятиф Керимов. АЗЕРБАЙДЖАНСКИЙ КОВЕР. — ГЯНДЖЛИК. БАКУ., 1983.
  4. Ковер "Фахралы"