განჯის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
განჯის ნიზამი განჯევის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
Ganja History - Ethnography Museum building.jpg
კოორდინატები: კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
დაარსდა 1924
მდებარეობა განჯა, ათათურქის გამზირი
სტატუსი მუზეუმი

განჯის ნიზამი განჯევის სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი — ეთნოგრაფიული მუზეუმი, განლაგებული აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში.

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი დაარსდა 1924 წელს განჯის პედაგოგიური სემინარიის მასწავლებლების და სტუდენტების ინიციატივით.[1] სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფში შედიოდნენ ისხაგ ჯაფარზადე, ს.სეიდოვი, ფ.მელიქოვი და სხვა. მუზეუმში დაარსდა ორი განყოფილება : სოფლის მეურნეობისა და ეტნოგრაფიის განყოფილებები. აქ დემონსტრირდებოდა ნახევარ ათას ექსპონატზე მეტი.[2]

ყოველ წელს ექსპონატთა რიცხვი იზრდებოდა, ამის გამო მუზეუმს 1954 წელს მოუწია ახალ, უფრო დიდ შენობაში გადასვლა. იმ დროისათვის მუზეუმში უკვე სამი განყოფილება იყო : რევოლუციამდელი, საბჭოთა პერიოდისა და ეთნოგრაფიული. მუზეუმის შვიდ დარბაზში გამოფენილი იყო უკვე რამდენიმე ათასი ექსპონატი.[2]. 1961 წელს განჯის ეთნოგრაფიულ მუზეუმს შეუერთდა ქალაქ ხანლარის ლიკვიდირებული ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელშიც ინახებოდა 1928 წელს იაგუბ გუმელის მიერ მდინარე განჯაჩაის ტერიტორიაზე, ზარქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი ნივთებიც.[1].

მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი

1972 წელს, იმის გათვალიწინებით, რომ მუზეუმის ფონდები საგრძნობლად გაიზარდა, ქალაქის ხელმძღვანელობამ მუზეუმს გამოუყო ძველი სასახლე, რომელსაც რამდენიმე დიდი ოთახი გააჩნდა. ადრე სასახლე ეკუთვნოდა აბულფათ ხანს ზიადხანების საგვარეულოდან, მოგვიანებით კი მის შვილს ისმაილ ხან ზიათხანოვს. ამ შენობაში მუზეუმი იმყოფება დღემდე.[2]

კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში 18 დარბაზია, რომელშიც 30 ათასზე მეტი ექსპონატია. ეს ექსპონატები გამოხატავენ ამ რეგიონის სხვადასხვა დროის ხანას. ამ ექსპონატებს შორის ყველაზე ძვირფას ნიმუშებს წარმოადგენს - ჭურჭელი, იარაღები[2]

და ჩვენი წ.ა. IX ათასწლეულის მეორე ნახევრის ბრინჯაოს მოსართავები, რომელთა უმრავლესობაც ნაპოვნია განჯის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუზეუმის კოლექციის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს განჯა-ყარაბაღის კულტურის (ტიხისა და სპილენძის) ექსპონატები. აქ არის თავმოყრილი შუასაუკუნეების ხანის ჭურჭელი, იარაღები, მონეტების კოლექციები, მოსართავები, სამოსები და ა.შ. ამ განყოფილების ცენტრში წარმოდგენილია განჯის ბოლო ხანის - ჯავად ხანის დროშა, რომელიც ნაპოვნია მისი გადასვენების შედეგად. ასევა სხვა უამრავი ექსპონატი, რომლებიც მიეკუთვნებიან XIX საუკუნის დასაწყისს. მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზი მიეკუთვნება განჯის მკვიდრს, სპარსული პოეზიის გამოჩენილ კლასიკოსს ნიზამი განჯევის.[1].

მუზეუმის კოლექცია მუდამ იზრდება. ძირითადად მუზეუმში მოაქვთ საბჭოთა კავშირის დროის ექსპონატები (1920-1990-ანი წლების) ჭურჭელი, წიგნები, გაზეთები, მონეტები და ა.შ. ერთ-ერთ ძვირფას ექსპონატად იქცა ქალაქის მკვიდრის მირზა შაფი ვაზეხის ლექსების კრებული, რომელიც 1872 წელს ბერლინში დაიბეჭდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]