განჯის ეკონომიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

განჯის ეკონომიკა – ქალაქ განჯის ეკონომიკის პრობლემებს მოიცავს. განჯა აზერბაიჯანში სიდიდით მეორე ქალაქია და მდებარეობს ბაქოს დასავლეთით 350 კმ-ში. ეს ქალაქი განჯა-ბასარის ეკონომიკური რეგიონის რეგიონალური ცენტრია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X საუკუნის შემდეგ განჯა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მიმდინარეობს სხვადასხვა ხელობებისა და მეაბრეშუმეობის განვითარება; შენდება ახალი კომერციული და სამრეწველო კვარტლები. განჯა 1139 წლის მიწისძვრის შემდეგ დაინგრა. დაიღუპა 200-300 ათასი ადამიანი. თუმცა, განჯა სწრაფად აღდგა და უკვე XII- ის XIII საუკუნეების დასაწყისი გახდა მისი აღორძიენბის პერიოდი. ფართოდ განვითარდა სოფლის მეურნეობა, მებაღეობა, მეცხოველეობა. XIII- XVI საუკუნეებში ქალაქი კრიზისის მდგომარეობაში იმყოფებოდა მრავალი მტრის შემოსევის გამო. მაგრამ მე -16 საუკუნის დასაწყისში საომარი ქმედებებისა და ფეოდალური შეტაკების შეწყვეტის შემდეგ განჯამ დაიწყო ეკონომიკური განვითარება.

XVI საუკუნეში ქალაქი იყო დამოუკიდებელი განჯის სახანოს დედაქალაქი. ჯავად ხანის მეფობის დროს (XVIII საუკუნე) განჯანის სახანო გაძლიერდა. 1804 წელს ქალაქი დაიპყრო რუსეთის ჯარებმა გენერალ ციციანოვის ხელმძღვანელობით. 1868 წელს ელიზავეტპოლის სახელი დაერქვა და ელიზავეტპოლის დედაქალაქი გახდა. 1935 წელს აზერბაიჯანის სოვეტიზაციის შემდეგ ქალაქის სახელი კიროვაბადი გახდა, ხოლო განჯის რაიონი –კიროვაბადის რაიონი.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დამყარების შემდეგ ქალაქს ძველი დასახელება – განჯა დაუბრუნდა[1][2].

მრეწველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

80 - იანი წლების ბოლოს განჯა აზერბაიჯანის მრეწველობის ცენტრი გახდა მაღალგანვითარებული, მსუბუქი და საკვები მრეწველობით. ქალაქის 22 სამრეწველო ადგილას სახალხო მოხმარების 400 ტვირთი გაიცემოდა. მუშაობდა ალუმინის, ფოსფორის, მანქანათმშენებლობის ქარხნები, საკონდიტრო ფაბრიკები, ორი ღვინის ქარხანა, ტექსტილის კომბინატი. მერე დადგა დაშლის პერიოდი - ეკონომიკური კრახი.

მრეწველობის გაზრდა დაიწყო 2000 წლიდან, როდესაც აზერბაიჯანში მუშაობა დაიწყო რეგიონების განვითარების პირველმა სოციალურ-ეკონომიკურმა სახელმწიფო პროგრამამ[3].

ქალაქში განჯას საწარმოები მუშაობენ, რომლებიც ნედლეულის პირველადი გადამუშავებით არიან დაკავებულნი შავი და ფერადი მეტალურგიისთვის. გარდა ამისა, განჯაში არსებობს რამდენიმე ქიმიური მრეწველობის კომპანია, რომლებიც აწარმოებენ კალიუმის სასუქებსა და გოგირდის მჟავას. არსებობს ფირმები, რომლებიც მეცხოველეობით არიან დაკავებულნი და ა.შ.

რეგიონს გააჩნია ხელსაყრელი ეკონომიკური და გეოგრაფიული პოზიცია. ქვეყნის ეკონომიკური მნიშვნელობის გამო, განჯა მეორე ადგილს იკავებს. მოცემული ეკონომიკური რეგიონი ქვეყნის საწარმოო პროდუქტის 12-13% აწარმოებს. ინდუსტრია შედგება ექსტრაქციული და გადამამუშავებელი მრეწველობისაგან. განჯაში არსებობს ფირმებისა და ფერადი მეტალურგიის საწარმოები, აგრეთვე მათი გადამუშავების საწარმოები.

მძიმე ინდუსტრია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ეკონომიკაში. იმავე ეკონომიკურ ზონაში შეიქმნა მანქანათმშენებლობის ინდუსტრია, არის საწარმოო დანადგარების საწარმოები, საწარმოები საკომუნიკაციო აღჭურვილობის წარმოებისათვის, ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეკეთებისთვის[4].

ტრანსპორტი და კომუნიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატრანსპორტო სისტემა. ქალაქი მდებარეობს რკინიგზასა და მაგისტრალებზე, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს საქართველოსთან და შავი ზღვის სანაპიროებთან. განჯა, ყაზახი და აღსთაფა ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალებია. განჯში არის ეროვნული მნიშვნელობის აეროპორტი. ამ რეგიონში გადის მილსადენი, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე გააქვს კასპიის ზღვიდან მოპოვებული ნავთობი და გაზი[5].

2010 2012 2013 2014 2015 2016
ტვირთის გადაზიდვა ავტომობილით, ათ.ტონა 3241 3879 4150 4283 4510 4686
ტვირთ ბრუნვა, მლნ. ტ. კმ 389,9 457,5 490,4 509,3 535,8 557,2
მგზავრების გადაზიდვა ავტომობილით, ათ. კაცი 63205 73041 78300 82615 88233 91939
სამგზავრო ნაკადი, მლნ.კმ 694,3 808,3 873,0 918,1 981,4 1023,6
ავტომობილების რაოდენობა 34530 40920 43872 41672 43498 44888
საფოსტო განყოფილებების რაოდენობა 22 22 22 22 22 22
ტელეფონის ნომრები ყოველ 100 ოჯახზე 86 93 92 91 89 79

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტატისტიკის მიხედვით, რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 31% -ით გაიზარდა, რაც მიუთითებს ქალაქ განჯის განვითარებაზე და ურბანიზაციის დაჩქარებულ ტემპზე[6].

2010 2012 2013 2014 2015 2016
მიცემულია ექსპლუატაციაში:
ძირითადი ფონდები, ათასი მანათი 38680,4 269035,3 251206,4 353247,7 332419,4 95401,9
საცხოვრებელი სახლებია საერთო ფართობი, ათასი კვ.კმ 14,1 24,4 116,4 45,9 36,7 58,9
ინდივიდუალური საცხოვრებელი 11,5 15,2 29,7 14,5 36,7 36,9
ძირითადი კაპიტალის ინვესტიციები, ათასი მანათი 99518,8 176496,5 334069,1 387245,1 355472,6 278893,3
მათ შორის:
სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები: 64470,0 168726,7 311903,8 348036,4 315717,0 254094,3
სამშენებლო ორგანიზაციების ერთეულების რაოდენობა 28 22 23 27 23 20
მუშაკთა რაოდენობა 887 956 997 407 387 280
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, ათას  მანათი 41747,7 67442,4 65815,2 13323,2 28161,0 25756,1

ინსფრასტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ინფრასტრუქტურა. განჯაში ფუნქციონირებს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ცენტრი, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები. განჯა მაღალ პროფესიულ და კვალიფიციურ პერსონალს ამზადებს (ქალაქში შემდეგი უმაღლესი სასწავლებლებია: აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი). რაიონში არსებობს საჯარო ბიბლიოთეკები, მუზეუმები, თეატრები, საავადმყოფოები და სოციალური და კულტურული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები[7].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]