განჯის დაბომბვები (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
2020 წლის განჯის დაბომბვები
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
თარიღი ოქტომბერი 4, 2020 (2020-10-04)
იარაღი ბალისტიკური რაკეტები
დაღუპულები 24
არასასიკვდილო დაზიანებები
119
თავდამსხმელები სომხეთის შეიარაღებული ძალები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია

განჯის დაბომბვები (აზერ. Gəncənin bombalanmaları) — 2020 წლის ოქტომბერში მთიანი ყარაბაღის ბრძოლების დროს, სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმათა სერია აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე.

პირველი თავდასხმა განხორციელდა 4 ოქტომბერს, რომლის შედეგად 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ეს გახდა პირველი იმ სერიათა თავდასხმიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღი რეგიონის ფარგლებს გარეთ მოხდა.[1][2]

მეორე თავდასხმა 8 ოქტომბერს განხორციელდა, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, თავდასმის შედეგად არავინ დაშავებულა.[3]

მესამე თავდასხმა განხორციელდა 11 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ეს თავდასხმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედმეგ, რომელიც ერთი დღით ადრე გაფორმდა, გახდა პირველი დიდი დარღვევა.[4]

მეოთხე თავდასხმა განხორციელდა 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე. ოფიციალური შეტყობინენების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 სამოქალაქო პირი და დაშავდა 50-ზე მეტი პირი.[5]

აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმებში, მაგრამ სომხეთმა უარყო.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nagorno-Karabakh conflict: Major cities hit as heavy fighting continues en. BBC (4 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  2. Azerbaijan's No. 2 city targeted in fighting with Armenia en. The Independent (4 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  3. Azerbaijan's Ganja under fire once again by Armenian troops en (8 October 2020). ციტირების თარიღი: 16 October 2020
  4. Nagorno-Karabakh: Armenia, Azerbaijan trade accusations as civilian areas hit despite truce en. France24 (11 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  5. Один человек погиб при втором ракетном ударе по Гяндже ru. RIA Novosti (17 October 2020). ციტირების თარიღი: 17 October 2020
  6. Sullivan, Rory; Isaac, Lindsay. Azerbaijan and Armenia accuse each other of breaking ceasefire en. CNN (11 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020