განჯის დაბომბვა (2020)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2020 წლის განჯის დაბომბვა
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
თარიღი
  • 4 ოქტომბერი, 2020 (2020-10-04)
  • 8 ოქტომბერი, 2020 (2020-10-08)
  • 10 ოქტომბერი, 2020 (2020-10-10)
  • 17 ოქტომბერი, 2020 (2020-10-17)
იარაღი ბალისტიკური რაკეტები
დაღუპულები 26
არასასიკვდილო დაზიანებები
125
თავდამსხმელები სომხეთის შეიარაღებული ძალები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის არმია

განჯის დაბომბვა (აზერ. Gəncənin bombalanmaları) — 2020 წლის ოქტომბერში მთიანი ყარაბაღის ბრძოლების დროს, სომხეთის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტული მთიანი ყარაბაღის არმიის მიერ ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმათა სერია აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე.

პირველი თავდასხმა განხორციელდა 4 ოქტომბერს, რომლის შედეგად 1 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა. ეს გახდა პირველი იმ სერიათა თავდასხმიდან, რომელიც მთიანი ყარაბაღი რეგიონის ფარგლებს გარეთ მოხდა.[1][2] მეორე თავდასხმა 8 ოქტომბერს განხორციელდა, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, თავდასმის შედეგად არავინ დაშავებულა.[3] მესამე თავდასხმა განხორციელდა 11 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2 საათზე. თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. დაშავებულებს შორის იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ეს თავდასხმა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედმეგ, რომელიც ერთი დღით ადრე გაფორმდა, გახდა პირველი დიდი დარღვევა.[4]

მეოთხე თავდასხმა განხორციელდა 17 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1 საათზე. ოფიციალური შეტყობინენების თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 13 სამოქალაქო პირი და დაშავდა 50-ზე მეტი პირი.[5]

აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმებში, მაგრამ სომხეთმა უარყო.[6] არაღიარებულმა არცახის რესპუბლიკამ აღიარა პასუხისმგებლობა თავდასხმებებში. აზერბაიჯანის მთავრობამ მესამე თავდასხმას „გენოციდის აქტი“ უწოდა.[7]

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 27 სექტემბერს სადავო მთიანი ყარაბაღის რეგიონში დაიწყო შეტაკებები, რომელსაც დე ფაქტო აკონტროლებს არცახი, მაგრამ აზერბაიჯანის დე იურე ნაწილია.[8] განჯაში, რომელშიც აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია, ცხოვრობს 335 ათასი ადამიანი:[9] ის მდებარეობს მთიანი ყარაბაღის საკონტაქტო ხაზის ჩრდილოეთით 97 კილომეტრში და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის აღმოსავლეთით 241 კილომეტრში.[10]

არაიკ ჰარუთიანიანმა, არცახის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანის არმიასა და მშვიდობიან მოსახლეობას გაფრთხილება გასცა, რომ დატოვონ განჯა და ამბობდა, რომ იქ განთავსებული სამხედრო ობიექტები მიზნად ისახავს სტეპანაკერტის მშვიდობიან მოსახლეობას „პოლონეზისა“ და „სმერჩის“ რაკეტების გამოყენებით.[11][12][13][14][15]

სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის კონფლიქტთან დაკავშირებით დაიწყო 2020 წლის 9 ოქტომბერს მოსკოვში.[16] მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ სერგეი ლავროვი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი.[17] ლავროვმა გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება ათი საათის მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც დასრულდა ადგილობრივი დროით 03:00 საათზე[18] და დაადასტურა, რომ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა შუადღემდე.[19][20] ზავის ამოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე.[21] აზერბაიჯანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითი იყო და ის რეგიონში კონტროლის აღდგენის მიზანის თავს არ დაანენებდა.[22]

თავდასხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განჯაზე პირველი თავდასხმა განხორციელდა 4 ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.[1][2] აზერბაიჯანმა სომხეთი დაადანაშაულა თავდასხმაში, მაგრამ სომხეთმა უარყო.[23]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Nagorno-Karabakh conflict: Major cities hit as heavy fighting continues en. BBC (4 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  2. 2.0 2.1 Azerbaijan's No. 2 city targeted in fighting with Armenia en. The Independent (4 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  3. Azerbaijan's Ganja under fire once again by Armenian troops en (8 October 2020). ციტირების თარიღი: 16 October 2020
  4. Nagorno-Karabakh: Armenia, Azerbaijan trade accusations as civilian areas hit despite truce en. France24 (11 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  5. Один человек погиб при втором ракетном ударе по Гяндже ru. RIA Novosti (17 October 2020). ციტირების თარიღი: 17 October 2020
  6. Sullivan, Rory; Isaac, Lindsay. Azerbaijan and Armenia accuse each other of breaking ceasefire en. CNN (11 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  7. Armenian policy of vandalism against Azerbaijani civilian population continues - assistant to Azerbaijani president (PHOTO) en (11 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  8. Armenia and Azerbaijan fight over disputed Nagorno-Karabakh en. BBC (27 September 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  9. Azərbaycan Respublikasının şəhər və rayonlarının ərazisi, əhalisinin sayı və sıxlığı. State Statistics Committee (1 January 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  10. Kazimov, Seymur. (15 October 2020) Hours after truce agreed, children became orphans in Azerbaijan en. Al Jazeera. ციტირების თარიღი: 16 October 2020
  11. https://www.facebook.com/ArayikHarutyunian/posts/616555875708456
  12. https://www.facebook.com/ArayikHarutyunian/posts/616440982386612
  13. https://eurasianet.org/armenia-azerbaijan-fighting-expands-far-beyond-the-front-lines
  14. https://www.bbc.com/news/world-europe-54407436
  15. https://mediamax.am/en/news/karabakh/40289/
  16. Armenian, Azerbaijani officials to hold truce talks in Moscow en. France24 (9 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  17. Moscow hosts Armenia-Azerbaijan talks as fighting continues over Nagorno-Karabakh en. BBC (15 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  18. Armenia and Azerbaijan agree ceasefire en. Financial Times (10 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  19. Armenia, Azerbaijan accuse each other of violating ceasefire en. Al Jazeera (10 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  20. Shaky ceasefire in Nagorno-Karabakh after Moscow deal en. CNBC (10 October 2020). ციტირების თარიღი: 15 October 2020
  21. Sultanova, Aida. (11 October 2020) Azerbaijan, Armenia report shelling of cities despite truce en. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2020. ციტირების თარიღი: 15 October 2020
  22. Kantchev, Georgi. (11 October 2020) Armenia, Azerbaijan Trade Accusations of Shelling Despite Truce en. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 15 October 2020
  23. Армения заявила, что не ведет обстрел населенных пунктов Азербайджана ru. RIA Novosti (4 October 2020). ციტირების თარიღი: 4 October 2020