შინაარსზე გადასვლა

განჯის ალექსანდრე ნეველის ეკლესია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
განჯის ალექსანდრე ნეველის ეკლესია
სტატუსი cultural heritage monument in Azerbaijan
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა და ფუნქცია
მდებარეობა განჯა, აზერბაიჯანი
თარიღდება 1887
მოქანდაკე ალექსეი ეპიფანის ძე მიტნიკი
სტილი ბიზანტიური
ტიპი სამრევლო ტაძარი
Map
https://baku-eparhia.ru/church/al_nevskii/

ალექსანდრე ნეველის ეკლესია (აზერ. Aleksandr Nevski kilsəsi) — მართლმადიდებლური ტაძარი აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში. აგებულია 1887 წელს. ტაძარში მსახურობა ტარდება შაბათ-კვირაობით და დიდ დღესასწაულებზე. ტაძარი მდებარეობს ქალაქის ნიზამის რაიონში. ეს არის აზერბაიჯანში არსებულ მართლმადიდებელ ტაძართა შორის ყველაზე ძველი ტაძარი (აგების დროის მიხედვით მეორე ტაძარია მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის შემდეგ, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბაქოში). ძეგლი შეტანილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ისტორიული ძეგლების ეროვნულ რეესტრში. 2017 წლის სექტემბერში ჩატარდა ეკლესიის გახსნის 130-ე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება.[1]

  1. Кишкинова, Е. М. «Византийское возрождение» в архитектуре России. Середина XIX — начало XX века. — СПб.: Искусство, 2007. — 256 с. — С. 248. — ISBN 978-5-210-01611-9.