განხილვა:Wind of Change

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"მე მივყვები მდინარე მოსკოვს, გორკის პარკისაკენ, და ვუსმენ ქარის ცვალებადობას. აგვისტო, ზაფხულის ღამეა". რა მაინტერესებს, Wind of Change ითარგმნება როგორც ცვლილების ქარი (ან რამდე ამდაგვარი) და არა ქარის ცვალებადობა. ხო ესეა? --გოტა (მომწერე) 19:42, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ძველი ვერსიაა ეს (ლირიკის თარგმანის), ყურადღება არ აქვს უბრალოდ მიქცეული ცვლილებების შემდეგ და ეგაა :) — BH განხილვაწვლილი 19:54, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვერ მივხვდი რას ამბობ. :) ანუ გასასწორებელია?--გოტა (მომწერე) 20:06, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მას შემდეგ, რაც სტატიას დაემატა სახელწოდების რეალური თარგმანი, ჯერ არ მოხდა ცვლილებების შეტანა სიმღერის ტექსტის თარგმანში, რომელიც დაიწერა მანამდე დიდი ხნით ადრე. ანუ გასასწორებელია. — BH განხილვაწვლილი 20:07, 2 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ, საჭიროა კი სიმღერის სტატიაში მისი ტექსტი?—G.G. 05:54, 3 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
თარგმანი თუ სწორი იქნება, რატომაც არა?.. — დავით პასუხი 06:13, 3 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მთლიანი სიმღერის ხომ არ არის, ძირითადი, საკვანძო სიტყვების თარგმანია. ამ შემთხვევაში ამ ტექსტს მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამის გამოა, რომ სხვა ვიკიპედიებშიც არის წარმოდგენილი. ლირიკა რომ არ იდება ვიკიპედიაში, ამაში პირველი სტატიების შექმნისას დავრწმუნდი. — BH განხილვაწვლილი 07:37, 3 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ტერმინი "Wind of Change" პირველად გამოიყენა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ჰაროლდ მაკმილანმა 1960 წლის 3 თებერვალს სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში ვიზიტის დროს იმის აღსანიშნავად, თუ რა ცვლილებებს განიცდიდა მაშინ აფრიკის კონტინენტი. მან თქვა: "ცვლილების ქარი უბერავს ამკონტინენტზე, იმის მიუხედავად, მოგვწონს ეს თუ არა". მას შემდეგ ეს ტერმინი ფართოდ გავრცელდა ევროპაში, და რასაკვირველია კლაუს მაინემაც სწორედ ეს გამოიყენა 1989-90-იანი წლების მოვლენების აღსანიშნავად, აქედან გამომდინარე სიმღერის სახელწოდების ზუსტი თარგმანი არის "ცვლილების ქარი" და არა "ცვლილებების ქარი". რომ ყოფილიყო "ცვლილებების ქარი" მაშინ სახელწოდება იქნებოდა ასე "Wind of Changes".--178.134.110.216 13:43, 16 მარტი 2011 (UTC)TheScorpions[უპასუხე]

ვეთანხმები ამ ანონიმურს. ცვლილება – მხოლობითშია. — დავით პასუხი 13:46, 16 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ისე არ ვიცი, რატომ იყო ’ცვლილებები’. Ветер Перемен ამ სიმღერას ჰქვია. მე მგონია, ამ ფილმში ირონიის გარეშე არ იქნა ჩასმული (საბჭოთა კავშირის მიწურულს). — BH განხილვაწვლილი 14:00, 16 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]