განხილვა:Queen

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
.
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!

"პროგრესიული როკი" გადავასწორე "პროგრესულ როკად". ასევე, "სტივი ვეი" "სტივი ვაიდ". ვიდეოებში მსმენია, რომ მასე გამოთქვამდნენ: "Vai" - "ვაი" --Ottoshmidt 17:06, 16 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ქვინი თუ ქუინი? --Beatle განხილვაწვლილი 04:27, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ქუინი არ უნდა იყოს, რუსულიდან არის ნათარგმნი? --85.117.36.145 18:26, 19 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდება[წყაროს რედაქტირება]

მე მიმაჩნია, რომ ქვინი ყველაზე გამართლებული ფორმა იქნებოდა. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამის მიხედვით კუინი გამოდის :)). რა ვუყოთ? — დათო პასუხი 17:00, 27 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

წესს ვერ გავექცევით ვიღიმი--ცანგალა () 17:05, 27 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ახლა გაგახსენდათ, სტატიის შექმნიდან წლებმა რომ გადაიარა? ვიღიმი კარგი, ვთქვათ ’კ’ არის. მაგრამ ეგ ’კ’ საიდან არის თუკი წარმოთქმისას ჟღერს ’ქ’? მაშინ იქნებ ამასაც მიხედოთ: განხილვა:ბლურიჰუ ემ აი განხილვაწვლილი 17:08, 27 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ან გავასწოროთ ან ლათინურზე გადავიდეთ. იგივე ეხება ბლურსაც. --ცანგალა () 17:15, 27 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ამის დადგენას დაველოდოთ, დიდხანს ნუ გავაჭიანურებთ, ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ რაღაც წესი და მერე გადავიტანოთ. ნუ ვიჩქარებთ. — დათო პასუხი 17:21, 27 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ძველი საკითხი. ოდესმე გავარკვევთ? იქნებ მართლა აჯობებდა ლათინურზე გადატანა.. — BH განხილვაწვლილი 11:31, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ლათინურზე უნდა გადავიტანოთ. მართალია თავი ვერ მოვაბით ამ წესის დამტკიცებას, მაგრამ როგორც მახსოვს უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ როდესაც ჯგუფის სახელწოდება ქართულად მახინჯდება, საჭიროა ლათინურზე გადატანა. სად მახინჯდება – ეს უკვე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე განსახილველი ტემაა. აქ კი ნამდვილად მახინჯდება, იმიტომ რომ ქართული ნორმებით გამართლებულია კუინი. — დავით პასუხი 11:35, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
იგივე პრინციპით გადავიტანდი კოულდპლეის. იქნებ ვინმე კიდევ დაგვეთანხმოს და მაშინ დავუყვებოდი მთელ ქუინს და Queen-ზე გადავიტანდი. ფაქტია, ასო Q რომ აქ გადამწყვეტია, ფაქტია - ინგლისურენოვან ვიკიში ქუინის პორტალის ლოგოც კი Q-თია აღნიშნული. — BH განხილვაწვლილი 11:38, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე იმის მომხრე ვარ, რო ქუინზე დარჩეს. ასე წარმოითქმის და კარგად იწერება. — Taro განხილვაწვლილი 13:23, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთი რამე ვერ გავიგე მარტო: რატომაა და როდიდანაა Q - კ? გასაგებია, რომ წესებში წერია: qu - კუ (და არა ქუ), მაგრამ რა ლოგიკით, ამას ვერ ვხვდები, როცა ყველა დანარჩენ შემთხვევაში გადმოდის, როგორც . ინგლისურში ისედაც ორი ასოა, რომელიც გადმოდის ქართულში როგორც (K და C, მიუხედავად იმისა, რომ ესენიც წარმოითქმის როგორც ), ხოლო ეს ასო სწორედ ქ-ს გამოსათქმელად არის... შეიძლება ეს ის ადგილი არ არის, სადაც ამას უნდა ვწერდე, მაგრამ ვიცი, რომ იქ რომ დავწერო, უშედეგო გამოვა, რადგან დადგენილი წესის შეცვლას, ვიკიპედიაში ვერ შევძლებთ. მაგ წესების მიხედვით, დი არლი და ბლე საბათი უნდა იყოს, და ეს მაშინ, როცა ქართველები წლების განმავლობაში ქუინს (უფრო სწორად, ქვინს, მაგრამ ეს ცალკე საკითხია), დიფ ფარფლსა და ბლექ საბათს უსმენს და არა ზემოთხსენებულ პარპლებს და კიდევ სხვებს, რომლებიც ახლა არ მახსენდება. მგონი, ეგ წესები მთლად მართებული არ არის, მინიმუმ მუსიკალური ჯგუფების სახელებთან მიმართებაში.—G.G. 16:13, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

Q-ს შესახებ: რატომაა და როდიდანაა Q - კ? — უხსოვარი დროიდანაა მასე, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ჩვენმა წინაპარმა ქართველებმა ლათინური qualm კართულში ვამლის სახით გადმოიტანეს. q-ს კ–დ გადმოტანაში ლოგიკა იქაა, რომ q სწორედ კ ასოა ლათინურ ენაში და არა ქ... აქ იბადება ლოგიკური კითხვა: რატომ ვეყრდნობით ინგლისურის შემთხვევაშიც ლათინურს? – აი აქ კი ნამდვილად არაა ლოგიკა; ერთადერთი შეიძლება იმიტომ, რომ ინგლისური ენა ლათინურ დამწერლობას იყენებს. ერთი რამ კი ფაქტია: ყველა იმ ენიდან, რომელიც დამწერლობად ლათინურს იყენებს, Q ასო ქართულში კ–დ გადმოდის, Qu – ეს კომვინაცია კი უმეტესად, როგორც კვ (კვამლი, კვადრატი, კვოტა, სტატუს–კვო...). — დავით პასუხი 16:46, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ალოგიკური წყაროები მოგყავს. ვის აინტერესებს ვიღაც ლათინელები რას აკეთებდნენ? :D მთავარია როგორ წარმოითქმის. — Taro განხილვაწვლილი 17:43, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფაქტია, რომ ესენი ამ "ალოგიკური წყაროებს" ძალიან ლოგიკურად მიიჩნევდნენ — ვეჭვობ, ჩვენზე მეტი იცოდა ამ ხალხმა ამ საქმეში. — დავით პასუხი 17:48, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

http://www.forvo.com/word/queen/#enქუინს ამბობს ეს ოხერი!!! — Taro განხილვაწვლილი 19:04, 9 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვიცით!!! ქართულში არაა ქუინი, ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა და არა ინგლისური. შენ ახლა ქამფიუთერთან ხარ თუ კომპიუტერთან? — დავით პასუხი 06:46, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ერთი გამოსავალი რჩება: დავტოვოთ ორიგინალში. მე სხვას ვერ ვხედავ.—G.G. 06:51, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰოდა აღასრულეთ! ამის მერეც ასე გავაკეთოთ ხოლმე, სადაც დამახინჯებული გამოთქმით გადმოდის ქართულში, იქ ორიგინალში დავტოვოთ. (ბარემ გადაიტანეთ დიპ პარპლი, კოულდპლეი და თე ბიტლსიც ორიგინალუ სათაურებზე). — დავით პასუხი 06:53, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე ცოტა ხანში გავდივარ და 3-სკენ ვიქნები. თუ გადაწყდება გადატანა, გადატანილი იქნას და მივხედავ მეც (თუ გიორგი სხვა საკითხებით იქნება დაკავებული). მივხედავ იმას, რომ ყველგან ეწეროს Queen. ამ შემთხვევაში, დღეს ბლომად საქმე იქნება გასაკეთებელი და მშვიდად ჩავუჯდები დღისით. თავისთავად, მიმაჩნია, რომ Queen ოპტიმალური ვარიანტია ყველა მხარისათვის. — BH განხილვაწვლილი 06:56, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ხელით ნუ იწვალებთ, სადაც ქუინი წერია, შემიძლია ავტომატურად შევაცვლევინო და დავაწერინო Queen. Vector–ის ახალი რედაქტირების პანელი (თქვენგან დაწუნებული :)) ამის საშუალებას მაძლევს. მაგრამ, მხოლოდ სახელობით ბრუნვაში შევცვლი ალბათ. მერე გადახედვაც დასჭირდება. თქვენ მარტო მითხარით, როდის შევცვალო. — დავით პასუხი 07:00, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ერთი შეკითხვა: ბითლზი რატომ? თავში არტიკლის გამო? (The Beatles თ-ს ტ_თი ჩანაცვლება დიდი პრობლემა არ მგონია.)—G.G. 07:03, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

The-ს გამო. მე მიმაჩნია, რომ The მაგათი სახელწოდების განუყოფელი ნაწილია და მოშორება არ გამოვა... არაა მასე? :) — დავით პასუხი 07:05, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მე ვფიქრობ, რომ საერთოდ არ არის საჭირო (The-ს გარეშეც ბევრჯერ მსმენია, მათ შორის, ტელევიზიაშიც).—G.G. 07:15, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
0K. მაშინ უნდა იყოს ბიტლზი. — დავით პასუხი 07:17, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვინაიდან აქაურობა სხვა სტატიების განხილვის პოლიგონადაც იქცა, ბარემ ვიტყვი - ბითლზს ბითლზი მარტო ხოჭოების გამო კი არ ერქვა (beetle), არამედ სიტყვების თამაში იყო - beat (ბითი ან ბიტი, merseybeat) — BH განხილვაწვლილი 07:21, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ, გადაიტანეთ თუ გადასატანია (თუ რამეა, მერეც იყოს, 2-3 საათში მოვბრუნდები და მივხედავ საქმეს) — BH განხილვაწვლილი 08:14, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქუინი ავტომატურად შევცვალე Queen-ით. თუ სადმე გამორჩა, კარგი იქნება გადახედოთ მაინც. — დავით პასუხი 09:05, 10 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]