განხილვა:Money (პინკ ფლოიდის სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხომ არ ჯობია Money (პინკ ფლოიდი)? —დათო 14:00, 30 ოქტომბერი 2008 (UTC)

ისე არ მესმის, მაგ პრინციპს რისთვის იყენებენ...სიმღერაა და იყოს სიმღერა, სხვა ფლოიდს არაფერი აქვს Money-ს თემაზე.--გიგი 12:28, 3 ნოემბერი 2008 (UTC)

ხოდა, სხვა რომ არაფერი აქვს, იმიტომაც არ უნდა სიმღერა', ანუ ისედაც გასაგებია, რომ სიმღერაა. —დათო 12:33, 3 ნოემბერი 2008 (UTC)

კი, მაგრამ ასეთი სახელწოდების სიმღერა ბევრ შემსრულებელს აქვს. --გიგი 14:22, 3 ნოემბერი 2008 (UTC)

ხოდა, მეც მაგას ვამბობ, რომ დარჩეს Money (პინკ ფლოიდი). ამ სათაურში ხომ ჩანს ვინ მღერის ამ სიმღერას?! —დათო 14:57, 3 ნოემბერი 2008 (UTC)

დათოს ვეთანხმები. ჩვენ ხომ ვცდილობთ სტატიის სათაურები მოკლე იყოს. ისე კატაგორიას რომ გავახდეხე სულ (პინკ ფლოიდის სიმღერა) ზოგჯერ მხოლოდ (სიმღერა)--ცანგალა () 15:52, 3 ნოემბერი 2008 (UTC)

ეგ იმიტომაა, რადგან არსებობს სხვადასხვა სიმღერა სახელწოდებით Money, ხოლო სათაურს მარტო Money (პინკ ფლოიდი) არ ვეთანხმები, რადგან გაუგებარია, თუ რას ეხება სტატია. ახლა არსებული სახელი უნდა დარჩეს, და შეიქმნას მრავალმნიშვნელობის სტატია Money. :) – Mero ® 16:18, 3 ნოემბერი 2008 (UTC)