განხილვა:Counter-Strike

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

Cheat წარმოითქმის ’ჩიტ’, ’ჩით’. ეს ’ჩეთერები’ და ’ჩეთი’ საქართველოში არის არასწორად დამკვიდრებული, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც აქა-იქ ინგლისურში გაჭედვები აქვს. მთელ მსოფლიოში ჩიტერები ჰქვიათ და მაინცდამაინც იმის გამო, რომ ჩვენთან ’ჩეთერია’ დამკვიდრებული, არა მგონია, სწორი იყოს და შესაცვლელია. — Henry McLean განხილვაწვლილი 10:43, 29 აგვისტო 2011 (UTC)

ინგლისურში ტ არ არის. სწორედაც რომ არის დამკვიდრებული მაგიტომ დავწერე. სამწუხაროდ ასე უნდა იყოს. დამკვიდრდა რა ვუყოთ რომ არასწორიად. და სხვათაშორის ბრჭყალებში მაგიტომ ჩავსვი რომ მოსლენგო სიტყვაა.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 11:51, 29 აგვისტო 2011 (UTC)
ტ-ზე არც მქონდა საუბარი (გამეპარა წერისას). საუბარი -ი-ს და არა -ე-ს გამოყენებაზე. ’ჩით’ და არა ’ჩეთ’. წარმოთქმაHenry McLean განხილვაწვლილი 11:58, 29 აგვისტო 2011 (UTC)
ტ არ არისო? შეიძლება თავად ინგლისურში არ გამოითქმის, მაგრამ რა ვუყოთ რომ ქართული ენის ნორმების დამდგენმა კომისიამ ინგლისური t და th ერთმანეთისაგან სწორედ ტ და თ ასოებით გამიჯნა? ასე რომ, თუკი დამკვიდრებულს მივსდევთ, მაშინ ჩეთერია სწორი, ხოლო თუ ქართული ენის ნორმებს ვიცავთ, მაშინ ალბათ ჩიტერი. რაც შეეხება ჩითერს, ეს უკვე რაღაც ღამურა გამოდის ქართული ენისათვის (მიუხედავად ყველაზე მიახლოვებული ჟღერადობისა ორიგინალთან) ვიღიმიდავით პასუხი 16:50, 29 აგვისტო 2011 (UTC)

წინადადება ასეთი მაქვს - დაერქვას ’ჩითი’ (ბამბაზია და აბრეშუმი კიდევ :D ) და ’ჩითერები’, ხოლო სექციაში ასევე მითითებული იქნას, რომ გამოიყენება დამახინჯებული ფორმა ’ჩეთი’ და ’ჩეთერები’. ოღონდ წყაროს პრობლემა იქნება - ამ სიტყვებს მხოლოდ ფორუმებში ან სადმე ბლოგში თუ ახსენებენ და ფორუმი როგორ გინდა წყაროდ მოიყვანო კაცმა, ან ბლოგში საიდან უნდა ეწეროს, ვის რა ჰქვია. — Henry McLean განხილვაწვლილი 16:54, 29 აგვისტო 2011 (UTC)

მოკლედ შევთანხმდით ე.ი.: მივყვებით დამკვიდრებულს და ვწერთ(გაკვრით) რომ არასწორია წარმოთქმა.წყარო ყველაფერს ვერ ექნება ყოველთვის. ამიტომ ჯერ დავწეროთ და მერე დაველოდოთ ვიდეო თამაშებზე როდის მოიცლის საქართველო ხდ.— ~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:01, 29 აგვისტო 2011 (UTC)
მოიცა, ვინ შეთანხმდა? მე ერთს ვიძახი, ფლოიდი მეორეს და შენ შენსას... შეთანხმებას ვერ ვხედავ მე. — დავით პასუხი 17:05, 29 აგვისტო 2011 (UTC)
თუკი დამკვიდრებულის გამოყენება არასწორია, მე პირადად, რადგან სწორ ფორმას ფაქტობრივად პირველად ჩვენ ვწერთ, მირჩევნია ყველანაირად გამართული დავწეროთ, ანუ ჩიტერი. — დავით პასუხი 17:06, 29 აგვისტო 2011 (UTC)
და რა უნდა ვთქვათ ქართველები ჩიტერებს ვამბობთ მეთქი? -რა თქმა უნდა ვერა. ჩვენ უნდა აღვწეროთ რეალობა.--~~დიქსტოსა განხილვაწვლილი 17:11, 29 აგვისტო 2011 (UTC)
ჰო, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეს, ეს, ეს და ეს სტატიები აღწერენ მეტყველების რეალობებს. — დავით პასუხი 17:13, 29 აგვისტო 2011 (UTC)