განხილვა:2015 წელს გარდაცვლილების სია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Tommy Ruskin დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — მგონი უფრო შეესაბამება ვიდრე ე. ი. რსკინი და არა რსკინი. რაც შეეხება ამერიკელს — აშშ არ არის. ამერიკელს სხვა დატვირთვა აქვს. ჯაზ-დრამერი — დრამერი ქართულ ენაში არის დამკვიდრებული (გეთანხმები), ისევე ოდესღავ უდარნიკი. არ შეიძლება ქართული სიტყვით იქნეს მოხსენიებული? ქართული ხომ არსებობს?--ცანგალა () 10:00, 1 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

  • ინგლისურ ვიკიში ხშირად კონკრეტულად წერია - US guitarist, US drummer, US keyboardist. რასკინი თანაც კანზასელი მუსიკოსი იყო.
  • დრამერს ვიყენებთ ვიკიში, ვერ ვხედავ, რა პრობლემაა?
  • დანარჩენი ჯერ შეიცვალოს - რასკინი გახდეს. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:11, 1 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
  • ცუდი არ იქნება, თუ ქართული ვიკიც დააკონკრეტებს US-ს;
  • ვიცი, რომ ქართული ვიკი დრამერს იყენებს და არა მხოლოდ ვიკი; სამწუხაროა, რომ ასეა.
  • დანარჩენი ჯერ შეიცვალოს — ვერ გავიგე.--ცანგალა () 16:14, 1 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
  • მე პირადად ვერ მივხვდი, რა ვერ გაიგე, ცანგალა - ტომი რასკინი ვიგულისხმე. ანუ ეწეროს რასკინი, როგორც მოითხოვს წესები.
  • თუ იპოვი სიტყვა დამრტყმელს, როგორც მედოლის სინონიმს, გამიკვირდება კიდეც - მაგ სიტყვას (დამრტყმელს) სხვა მნიშვნელობა აქვს, ჯერ-ჯერობით, დრამერის სინონიმად არ შემხვედრია. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენგან განსხვავებით, რუსებს აქვს ударник, რაც კარგი სიტყვაა - თუმცა მათთან უკვე კარგა ხანია შემოსულია ხმარებაში ეს სიტყვა. ჩვენთან ასე არ მომხდარა და მე და შენ ენის ნორმების დამდგენი კომისია არ ვართ. უნდა ვთქვა ისიც, რომ მე პირადად სიტყვა 'დამრტყმელი' მუსიკოსთან მიმართებაში მეუხეშება იმის გამო, რომ ზოგადად ჩვენთან, ამ ენაში ჟღერს უხეშად. სხვათა შორის, ჟარგონულიც არის (ცხოვრების ქუჩური სტილის მქონე მოჩხუბარ ბიჭებს უწოდებენ).
  • ჩემი აზრით, მედოლეც ოდნავ უცნაურია, ვინაიდან დრამერი არა მხოლოდ დიდ დოლზე და ირგვლივ დამაგრებულ დოლებზე უკრავს, არამედ პერკუსიულ ინსტრუმენტებზეც (მაგალითად, ასეთებზე). ხოლო პერკუსია ტიპიური დოლი არ არის (მიუხედავად იმისა, რომ პატარა დოლი ტამტამი პერკუსიად ითვლება) --Henry McClean განხილვაწვლილი 16:31, 1 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ამ სტატიაში სია დალაგებულია უახლესიდან უძველესისაკენ, როცა საპირისპირო პრაქტიკა გვაქვს დანერგილი. წლების და დღეების სტატიებში მოვლენები, დაბადებულები და გარდაცვლილები უძველესიდან უახლესისკენაა დალაგებული. აქაც ასე უნდა იყოს, ჩემი აზრით. – BruTe () 10:02, 2 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გარდაცვალების შემთხვევაშიც? მაგ. 2015 უძველესიდან უახლესისკენაა. ეს სტატია სხვა ვიკიპედიებსაც ასევე აქვთ. (ინგლ., გერმ., რუს.)--ცანგალა () 06:38, 10 ივნისი 2015 (UTC)[უპასუხე]