განხილვა:1 ივნისი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სალამი, რამდენიმე კომენტარს გავაკეთებ, თქვენის ნებართვით.


1. მომწონს რომ ქვემოთ მოყვანილ მაგალითებში დამატებითი ინფორმაცია გაჩნდა, ვგულისხმობ იმას რომ დაბადებულებს ვუთითებთ ასევე გარდაცვალების წელს, ხოლო გარდაცვლილებს – დაბადების წელს. ხომ არ აჯობებდა (– 1857) –ის ნაცვლად დაგვეწერა (გ.1857) (სადაც გ. = გარდაიცვალა), ხოლო (1791 –) –ის ნაცვლად (დ.1791) (სადაც დ. = დაიბადა). ამის ნიმუში მოცემულია ინგლისურ ვიკიპედიაში: b. (born) და d. (died) ფორმების სახით.


ამ დღეს დაბადებულნი

  1. 1804 : გლინკა, მიხაილ – რუსი კომპოზიტორი (– 1857)
  2. 1804 : გლინკა, მიხაილ – რუსი კომპოზიტორი (გ.1857)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  1. 1868 : ბიუკენენი, ჯეიმზაშშ-ს 15-ე პრეზიდენტი (1791 –)
  2. 1868 : ბიუკენენი, ჯეიმზაშშ-ს 15-ე პრეზიდენტი (დ.1791)


2. რიგობით რიცხვით სახელებთან თავსართ–ბოლოსართების წერა მარტო თქვენი პრობლემა არ გეგონოთ, ძალიან ბევრს ეშლება, ამიტომ გაგაცნობთ ზოგად წესს:


  • 1–ლი
  • მე–2, მე–3, ... მე–19, მე–20
  • 21–ე, 22–ე, ... 39-ე, მე–40
  • 41–ე, 42–ე, ... 59–ე, მე–60
  • 61–ე, 62–ე, ... 79–ე, მე–80
  • 81–ე, 82–ე, ... 99-ე, მე–100
  • 101-ე, 102–ე, ... 199–ე, მე–200
  • 201-ე, 202–ე, ... 299–ე, მე–300

და ა.შ.

ავთანდილ 19:14, 9 მაი 2005 (UTC)


დიდი მადლობა დროული შენიშვნებისათვის. ზუსტად ახლა ვფიქრობდი, როგორი წესი უნდა იყოს რიგობით რიცხვით სახელების წერაში–მეთქი. ჩემთვის ძალიან სასარგებლო ინფორმაცია იყო.
"(გ.1857)"-სა და "(დ.1791)"-ს თაობაზე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას. აშკარად უკეთესია. –– Island 02:16, 10 მაი 2005 (UTC)