განხილვა:1003

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Island, სალამი!

რადგან შენც ახლა მუშაობ, მინდა გკითხო, რაიმე შენიშვნა ხომ არა გექნება ამ ფორმით რომ გავაგრძელო წლებზე მუშაობა. თუ არის რაიმე დასამატებელი სტილთან, ბმულებთან და ა.შ., ახლავე გავასწოროთ, მეორეჯერ რომ არ დაგვჭირდეს მიბრუნება.

ავთანდილ 11:04, 19 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]


მოგესალმებით. მგონი, სტატიები 1001, 1002 და ა.შ. კარგია ყველანაირად. ოღონდ ერთი შეკითხვა მაქვს. "მმართველობის წლები" თქვენი იდეაა, თუ რომელიმე ენის ვიკიპედიაში იპოვეთ? თავიდან ცოტა გამიჭირდა მისი არსის მიხვედრა. –– Island 11:20, 19 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]

იდეა ჩემია, მაგრამ რამდენად კარგია ეს სხვა საკითხია. მიზეზი შემდეგი იყო: ბევრგან (ცნობარებშიც, ვიკიპედიაშიც) მხვდება ინფორმაცია, სადაც წერია ორი თარიღი, შემდეგ კი პიროვნება და მისი ტიტული ან პროფესია. ერთ შემთხვევაში ეს არის დაბადება-გარდაცვალების წლები, სხვა შემთხვევაში - მეფობის დაწყება-დასრულების წლები. მინდოდა მათი მკაფიოდ გამიჯვნა.

ინგლისურ ვიკიპედიაში არის საინტერესო ინფორმაცია, მაგ. 1007 წელს ვინ სად მეფობდა. ე.ი. თუ კაცი 1015-1055 წლებში მეფობდა, იგი ყველა სტატიაში მოხვდება დაწყებული 1015-დან და დამთავრებული 1055 წლამდე. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა, რასაც ჩვენ ვერ გავწვდებით. ჩემი მოსაზრებაა ამ ბლოკში ("მმართველობის წლები") შევიტანოთ პირები, ვინც მოცემულ წელს დაიწყო მმართველობა, ან დაასრულა მმართველობა. ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის შეტანა ”მოვლენების” ბლოკში : 1015 - გამეფდა ... , სასურველია მიეთითოს მეფობის შეწყვეტის წელიც, და პირიქით: 1055 - შეუწყდა მეფობა (ან მოკვდა), სასურველია მიეთითოს როდიდან მეფობდა.

ავთანდილ 11:47, 19 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]


დროებით შევჩერდები, რადგან ინფორმაცია ერთ სისტემაში ვერ მომყავს. იხილე 1014 - სტილი მე თვითონ არ მომწონს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ სხვა ვიკიპედიებში უკეთესადაა.

ავთანდილ 12:52, 19 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად, პასუხი დამაგვიანდა. ამ ბოლო დროს იმდენად დიდ დროს ვერ ვყოფ ვიკიპედიში, როგორც ადრე.
გავივე თქვენი ახალი გადაწყვეტილება, ანუ "მმართველების" სექციაში ქვეყნების მიხედვით მეფეების ჩამოწერა. მეც უკეთესი მეჩვენება ეს. ალბათ, უფრო ახალი წლების სტატიებშიც (ვთქვათ 2005) ამნაირადვე უნდა ჩავამატოთ "წმინდა საყდარი" მაინც. მაგრამ, როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტებიც? –– Island 17:28, 20 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ რომ ეს სექცია ყველა წელზე უნდა გავავრცელოთ. მე ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ მოცემულ წელში, განსაკუთრებით შორეულ წარსულში, საქართველოს გარშემო რა სახელმწიფოები არსებობდა და ვისთან უხდებოდათ ურთიერთობა ჩვენს მეფეებს. მაგრამ ამ ზღვა ინფორმაციიდან ამოვარჩიე ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენს მეზობლად იყვნენ კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში, დავამატე რამდენიმე ევროპული სახელმწიფო და წმინდა საყდარი. თუ ვინმე დაინტერესდება ამ სიის გაფართოებით აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქვეყნებით - მე მხოლოდ მივესალმები.

იგივე უნდა ითქვას თანამედროვე მმართველებზეც (მეფეები, პრეზიდენტები და სხვა) - შემოვიფარგლოთ მხოლოდ 10-15 ლიდერით ჩვენს გარშემო და მსოფლიოში. როცა დრო გექნება, გააკეთე ამის ნიმუში და ერთად შევაფასოთ. მე ჯერჯერობით მე-11 საუკუნეზე ვარ კონცენტრირებული. ავთანდილ 06:25, 21 ივლისი 2005 (UTC)[უპასუხე]