განხილვა:...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფილმისა და წიგნის სათაური ქართულად სხვადასხვა თარგმანია? ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (ფილმი) - ამ სტატიაში წიგნს კვლავ სხვანაირად ჰქვია.--ცანგალა () 19:24, 3 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

წიგნის სათაური ქართულად ნამდვილად არის ”გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა”. უფრო ზუსტად ასე”...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა” (წინ მრავალწერტილით). გამომცემლბა დიოგენე, 2008, აწერია, რომ არის პირველი ქართული გამოცემა. როგორც ჩანს თარგმნამდე წიგნს სხვა სახელით მოიხსენიებდნენ. ფილმი ქართულად თარგმნილი მე არ მინახავს, მაგრამ სახელწოდება ”ვირაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” დამკვიდრებულია. გერმანულ, რუსულ ) და ინგლისურ ვიკიპედიაში წიგნის და ფილმის სახელი ერთიდაიგივეა. მე მგონი, ფილმის შესახებ სტატიაში უნდა ჩასწორდეს წიგნის სახელწოდება. --გრიგოლ 03:15, 4 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
გრიგოლ, თხოვნა მექნება. ფილმის განხილვის გვერდზე მიუთითე წიგნის გამოცემა, ავტორი და ა. შ. სტატიაში ჩაასწორე. ხოლო ამ სტატიაში მრავალწერტილი გამოიყენე. სტატიის გადამისამართება ხომ არ გაკეთდეს მრავალწერტილით? (არ ვიცი)--ცანგალა () 09:48, 4 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგად ვერ გავიგე. აქ მივუთითო თუ ფილმის განხილვის გვერდზე? გამოცემა ეკუთვნის ”დიოგენე”ს, მთარგმნელი ზაზა ჭილაძეhttp:[1]. რაც შეეხება მრავალწერტილს, ინგლისურ სახელწოდებას არ აქვს, მაგრამ რახან თარგმანს აქვს, ალბათ სტატიასაც უნდა ჰქონდეს, დანამდვილებით ვერ ვიტყვი. --გრიგოლ 10:01, 4 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ვიგულისხმე ფილმის განხილვის გვერდი, რადგან იმ სტატიაში უნდა შესწორდეს წიგნის დასახელება (განხილვის ვის გვერდზე განმარტება იქნება, თუ რატომ შესწორდა). მრავალწერტილი ინგლ. - არ აქვს, მაგრამ აქ ჩვენ ხომ ქართულზე გვაქვს საუბარი?--ცანგალა () 12:49, 4 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ჩვენ კი ქართულზე ვამბობთ, მაგრამ არ ვიცი, როგორ იქნება უფრო მართებული, მრავალწერტილით თუ მის გარეშე. ფილმის განხილვის გვერდზე ჩავწერ. ფილმის შესახებ სტატიის სათაური დარჩეს როგორც არის? არგუმენტი რომ შეიცვალოს არის ის, რომ რეალურად ფილმსაც და რომანსაც ერთი სათაური აქვს. არგუმენტი იმისთვის რომ დარჩეს, არის ის, რომ ფილმის არსებული სათაური უკვე დამკიდრებულია და ყველა ამ სახელით იცნობს. --გრიგოლ 15:04, 4 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ფილმის სათაური უნდა დარჩეს - როგოც შენ აღნიშნე დამკვიდრებულია. ჩვენ მხოლოდ ამჟამად წიგნის შესახებ გვაქვს საუბარი. --ცანგალა () 17:24, 4 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა --გრიგოლ 11:37, 21 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]