განხილვა:ჰაუსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე ჰაუსი უფრო მომწონს :) და რუსებსაც, როგორც [ს]ჩანს:)--გიგა 17:54, 5 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

[haʊs] IPA მიხედვით თუ ვიმსჯელებთ "ს" იკითხება და არა "ზ" მრ.: [haʊzɪz] იქნება "ზ". ალბათ "ჰაუსი" უნდა იყოს. --ცანგალა () 20:33, 5 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე) - ალ-ო / 20:41, 5 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

რეზიდენტი რედაქტორების ხმების უმრავლესობით სტატია გადამაქვს ჰაუსი-ზე :)--გიგა 20:49, 5 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მეც ჰაუსს ვემხრობი, მაგრამ... ტექსტში თქვენ ყველაფერი გაიგეთ? ბევრი არის ასეთი ინფორმაცია ქართულ ვიკიპედიაში? მე შევეცადე გამესწორებინა გრამატიკულად ეს სტატია, მივადექი ვასწორე და ვასწორე, მაგრამ ბოლო წინადადება სულ უნუგეშოდ "გამოუსწორებელი" :) აღმოჩნდა – გული ამიცრუვდა და თავი დავანებე... თუბცა რაც შემეძლო გავასწორე.

მე მგონია, საკუთარი სახელები უპირველეს ყოვლისა ქართულად უნდა ვწეროთ. ასეთი რამ არსად არცერთ ენაში არ ხდება, რომ ერთი სიტყვა ჯერ ინგლისურად, მერე ორი სიტყვა ქართულად და მერე ოთხი სიტყვა ისევ ინგლისურად რომ ეწეროს და ა. შ.. თანაც იქნებ ამ უცხო ანბანზე დაწერილ სიტყვებს ბრუნვის ნიშნები მაინც მივუწეროთ, რომ კაცმა გაიგოს ვინ ვის რა, ან როდის გაუკეთა, თორემ წყალში იყრება შრომა, რაც უნდა მაგარი აზრები გვაწუხებდეს ვერავინ მიგვიხვდება რის თქმას ვაპირებდით. --pirtskhalava 02:53, 19 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]