განხილვა:ჰარუნ არ-რაშიდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იმიტომ ჰარუნ არ–რაშიდი რომ არაბული ენის თავისებურება ასეთია: ლ მოთავსებული რ–ს წინ სრულ ასიმილაციას განიცდის რ–ში და მოთავსებული ს–ს წინ სრულ ასიმილაციას განიცდის ს–ში... შესაბამისად ენციკლოპედიაში შეცდომაა (გადავამოწმე არაბულის სპეციალისტებთან და სპეც. ლიტერატურაში). --linguistus 10:04, 5 ოქტომბერი 2006 (UTC)[უპასუხე]

საკითხია წერას მივყვეთ თუ წარმოთქმას. ეს "ალ-" არაბულად წერაში ყოველთვის ""-თი იწერება, მაგრამ წარმოთქმაში ზოგი თანხმოვნის წინ ასიმილაციას განიცდის და სხვა თანხმოვანი გამოდის (მაგალითად ). "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" და "უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" წერას მიჰყვება. ამას შეცდომას ვერ ვუწოდებთ.
როგორც გადავხედე, ინგლისურ ვიკიპედიაში ზოგან ასეა და ზოგან ისე და არ ვარგა. გერმანულსა და რუსულში ძირითადად წარმოთქმის მიხედვით წერენ. კიდევ სხვაენოვან ვიკიპედიებში სხვადასხვაგვარად. ამ გვერდის ენათშრის ბმულებში ნახავთ, ზოგ ენაში l-ს წერენ და ზოგ ენაში r-ს.
რომელია უკეთესი, ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ რაც მთავარია, ყოველთვის ერთი პრინციპის მიხედვით უნდა დაიწეროს (თუმცა ერთიდან მეორეზე გადამისამართება შეიძლება). მაგალითად, თუ წარმოთქმას მივყვებით, ჰათიმ ალ-ტაი უნდა გადაიტანოს "ჰათიმ ატ-ტაი"-ზე. - Island 11:03, 5 ოქტომბერი 2006 (UTC)[უპასუხე]