განხილვა:ჰანიბალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (21 მარტი, 2014).

ნახევარი წავიკითხე. რამდენიმე შენიშვნა მაქვს:

  1. სტატიის ძირითადი წყარო არასრულად (ან არასწორადაა) მითითებული: ქავთარია, გრანი (1979). ჰანიბალი, გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ნაკადული. — გამოცემის წელი და ქალაქი აკლია (ის წელი გაუგებარია იქ რატომაა, გამოცემისაა?). ამის გასწორება არ იქნება რთული.
  2. სექცია კომენტარების სახელი ხომ არ ჯობია შეიცვალოს განმარტებებით? იმიტომ, რომ მანდ ძირითადად განმარტებებია.
  3. ძალიან ცუდად მხვდება წაკითხვისას ცოტა არ იყოს თხრობის ზედმეტად მხატვრული სტილი, როგორც ჩანს ეს ძირითადი წყაროს გავლენაა, რასაც სტატიის ავტორი ყოველთვის განიცდის ხოლმე. კონკრეტულად ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან ხშირადაა გამოყენებული ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რაც მაინცდამაინც არაა სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული, მაგ.: გაეშურა, დიდებითა და მწუხარებით აღსავსე ეპოქა, ააოხრა, ჰანიბალი მაშინვე მიხვდა მოწინააღმდეგეებისა და სენატის განზრახვას. ჰისკონმა გაკვირვება გამოთქვა მტრის სიმრავლის გამო, რაც გულგატეხილობას უფრო ჩამოჰგავდა. ჰანიბალმა ეს შენიშნა და მიუგო... ცოტა არ იყოს მხატვრულია ასევე ჰისკონისა და ჰანიბალის დიალოგი, რომლის ნამდვილობაშიც ეჭვი მეპარება (ეს უფრო ქავთარიას მხატვრული ფანტაზია ხომ არაა? ანდა ვისაც ეყრდნობა მისი). მოკლედ, ეს მხატვრული თხრობ კაი დიდი პრობლემაა, მარტო ჯაბას მოსაგვარებელი არაა, პირიქით, სტატიის ძირითადი ავტორი თავის თხრობის სტილს არ უნდა ასწორებდეს, სხვებს ვისაც დრო აქვს, იქნებ მოგვეხმარონ.
  4. ცოტა მეუცნაურა ისიც, რომ სტატია ისეა დაწერილი, თითქოს ყველაფერი ნათელია, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. დავიჯერო დეტალები და წვრილმანები ასე კარგადაა ცნობილი მეცნიერებაში? არაა რაღაც ფაკტებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები დაფიქსირებული ლიტერატურაში? ზღაპარივით იკითხება და შეიძლება ესეცაა წინა მუხლში ნათქვამი მხატვრულობის მიზეზიც.
  5. რუსულ ვიკიპედიაში არის სახელის ეტიმოლოგიის ქვეთავი. არ იქნება ურიგო, რომ ითარგმნოს. საჭიროა ასევე Личность-ისა (ჩვენს პირად ცხოვრებას დაემატებოდა) და Память-ის თარგმნა.

სტატიის მეორე ნახევარს ალბათ ხვალ წავიკითხავ და თუ რამე შენიშვნა მექნება, დავწერ. Deu. 12:00, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

  1. სქოლიო არასწორად არ არის. სქოლიოში ბევრჯერ, რომ უთითებ მხოლოდ გვარის გამოყენებაც შეიძლება.
  2. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მე მაინც კომენტარები მირჩევნია, იმიტომ რომ მაგ სექციას როგორც წესი კომენტარებისთვის ვიყენებთ, განაც მესამე კომენტარი განმარტება არაა.
  3. არც მე არ მიყვარს მხატვრულად დაწერილი სტატიები, მაგრამ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, გარდა რამდენიმე შემთხვევისა. ეს ჰისკონის ამბავი ამ სტატიისთვის ისედაც უმნიშვნელო მგონია, თანაც ზედმეტად დიდი ადგილი უჭირავს, დიალოგია ჩართული და ბოლოს წერია რომ ამ ხუმრობამ "მეომრებს გამარჯვების რწმენა შთაუნერგა"(?). ბოლომდე არ წამიკითხავს, ასე რომ შეიძლება კიდევ იყოს.
  4. გუშინდელ ამბებზეა ბევრი ინტერპრეტაცია, თორემ 23 საუკუნის წინანდელს მხოლოდ 3-4 კაცი აღწერდა. ჰანიბალის პირველწყაროები არ ვიცი, მაგრამ მსგავს სტატიას, რომ ვწერდი იქაც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. როგორც წესი, წყაროები ან ერთმანეთს ავსებენ, ან ერთ-ერთი ვერსიაა "დომინანტი".
  5. ამის დაწერას ისედაც ვაპირებდი, მემკვიდრეობის ქვეთავი მართლაც აუცილებელია.--Tornike 13:26, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
პირველი შენიშვნის შესახებ: სქოლიოს არ ვგულისხმობ, ლიტერატურის სექციაშია არასწორად მითითებული. აკლია გამოცემის წელი და ქალაქი. (რაღაც წელი კია მითითებული, მაგრამ გაუგებარ ადგილზეა და ვერ გავიგე რისი წელია). Deu. 20:41, 2 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მადლობა კოლეგებო, გიმუშავიათ სტატიაზე, გამოგისწორებიათ მითითებული შენიშვნების დიდი ნაწილიც. სამწუხაროდ ვეღარ ვიცლი, ამ სტატიისათვის (ხედავთ ეს დღეებია აღარ ვაქტიურობ), თუ მაგ ორი სექციის თარგმნაში ვინმე დამეხმარება და შეავსებს სტატიას მადლობელი დავრჩები. თუ თარგმნის სურვილი არ ჰქონდა ვინმეს და დიდ დაბრკოლებად მიიჩნევთ მაგ მეორეხარისხოვანი სექციის თარგმნას, შეგიძლიათ მოხსნათ კანდიდატურიდან, წინააღმდეგი არ ვიქნები. დათოს და თორნიკეს მადლობა კიდევ ერთხელ შეტანილი წვლილისათვის. --JABA 1977 17:11, 3 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ შენიშვნები გასწორდა, გთხოვთ კიდევ გადახედოთ. მზად ვარ თანამშრომლობისათვის. --JABA 1977 04:27, 13 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ეტიმოლოგიის სექციაც იქნებ ითარგმნოს, პატარაა, მაგრამ მნიშვნელოვანი. Deu. 19:59, 15 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაგის გარეშეც არაა ამ სტატიის რჩეულობა ეჭქვეშ, მაგრამ არც მაგაზე გაწყენინებ. --JABA 1977 04:14, 16 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა--JABA 1977 16:19, 19 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ჰანიბალი. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 02:36, 30 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]