განხილვა:ჯვარი (ქალაქი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯვარი ქალაქია თუ დაბა?--დათო_დათო 20:00, 10 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

1981 წლიდან ქალაქი - ქსე, ტ. 11, გვ. 558, თბ., 1987--ცანგალა () 20:42, 10 დეკემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

საქართველოში ქალაქად ითვლება დასახლება, რომლის მოსახლეობა აღემატება 5000–ს და მცხოვრებთა 50%–ზე მეტი არასასოფლო საქმიანობითაა დაკავებული. დასახლება, რომელიც არც ერთ ამ პირობას არ აკმაყოფილებს, ის სოფელია, ხოლო რომელიც მხოლოდ მეორეს აკმაყოფილებს და პირველს არა, ის დასახლება საქართველოში დაბად ითვლება. შესაბამისად, დღევანდელი განაწილებით ჯვარი დაბაა. 1981 წელს ალბათ მოსახლეობაც ჰყავდა 5000–ზე მეტი. — დათო პასუხი 08:49, 12 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, მაგრამ ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის უფლება ვიკიპედიას არ აქვს. ოფიციალურად სად არის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ? იხ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გვერდი. ამის გარდა ვერაფერი ვერ ვნახე. ჩამონათვალ მისამართებში ჯვარი - ქალაქად არის.— ცანგალა () 18:21, 13 მარტი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვიკიციტატა
„ჯვარი არის ქალაქი. იგი ქალაქი გახდა 1981 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით. არსებული კანონმდებლობით არსებობს დასახლების შემდეგი ფორმები: სოფელი,დაბა, ქალაქი. სოფელს აქვს უბნები, ხოლო რამდენიმე სოფლის გაერთიანება ქმნის თემს. მაგ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტსი შედის ორი ქალაქი, 11 თემი, და ერთი სოფელი – ეწერი. მაგ. ლიის თემში შედის 3 სოფელი: ლია, ზედა ლია და პალური. რაც შეეხება ქალაქს, ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა არ უნდა იყოს 5000–ზე ნაკლები, მაგრამ თუ არის ადმ. ცენტრი, ან აქვს განვითარების პერსპექტივა შეიძლება გამონაკლისიც. რაც შეეხება ჯვარს მისი მოსახლეობა არის 9 090, აქედან 5 200 – ადგილობრივი, დანარჩენი დევნილი. დასაქმებული (თვითდასაქმებულის გარეშე) მოსახლეობის შემოსავლის 76% არასასოფლო–სამეურნეო შემოსავალია. არსებობს პარადოქსებიც: მაგ. ქ. ჯვარის სკოლების ვაუჩერით დაფინანსება ხდება, როგორც ქალაქის სკოლების, ხოლო პოლიკლინიკების – როგორც სოფლის. ქ. ჯვარი ჩართულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში შემავალი სოფლებით – ჯვარი და ეწერი. ასევე მასმედიის საშუალებებში ხშირად ჯვარი სოფლად ან დაბად არის წარმოდგენილი. 2009 წელს პარლამენტმა მიიღო სოფლებისა და ქალაქების დასახელება, რომელიც მე არ მინახია.“
კომენტარი გადმოტანილია ჩემი განხილვის გვერდიდან. მომხმარებელმა ალბათ შეცდომით მე მომწერა, რადგან ჩემს ხელმოწერას ბოლოში პასუხი აწერია. — დათო პასუხი 06:54, 9 აპრილი 2010 (UTC)[უპასუხე]