განხილვა:ჯეფ პალმერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოკლედ, გადავქექე სხვა ვიკიპედიები და ვერსად მივაგენი ინფოდაფაში ამ საოხრე ასოს ზომას. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ მაინცდამიანც ქართულ ვიკიში მიეთითოს? --მიხეილ მიწერა 17:49, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

რამდენიც უნდა, წეროს ამ მსახიობებზე, პრობლემას ვერ ვხედავ. უბრალოდ საქმე ინფოდაფაშია და მეტიც - იმაში, რომ ერთხელ უკვე ითქვა, რომ ასეთი ინფოდაფა გამოყენებული არ იქნება, ხოლო მომხმარებელი თვეების შემდეგ შემოვიდა და კვლავ შექმნა ასეთი ინფოდაფა. --H.McC. (მომწერეთ) 17:54, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მეც მაგას ვამბობ, არანაირი პრობლემა არ მაქვს, წეროს რამდენიც უნდა, ზუსტად ინფოდაფასთან მაქვს პრეტენზია. --მიხეილ მიწერა 17:56, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
აღარ მახსოვს, სად იყო ეგ განხილვა. წაშლილი ხომ არ არის? --H.McC. (მომწერეთ) 17:56, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
მგონი ფორუმში იყო, ვნახავ აბა. --მიხეილ მიწერა 17:58, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვერ ვხვდები რა პრობლემაა ამ ინფოდაფასთან დაკავშირებით? სხვა ენოვან ვიკიპედიებში თუა აქ რატომ არ შეიძლება? ეს ქართულად გავაკეთე რუსულის მიხედვით ru:Шаблон:Порноактёр და ru:Шаблон:Порноактриса-ს გაერთიანებით. — წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Europeanman (განხილვაწვლილი) 18:04, 10 მაისი 2012 (UTC).[უპასუხე]

ხელი მოაწეროთ პოსტებს, თუ შეიძლება. თარგებს დიდი ოსტატობით ქმნით და არ უნდა გაგიჭირდეთ იმის ცოდნაც, რომ განხილვებში ხელებს ვაწერთ. --H.McC. (მომწერეთ) 18:05, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

პრაქტიკულად, ორი ველის გამო გააკეთა ცალკე. რაში სჭირდება ასოს ზომა, ეს მაინტერესებს, თუ მართლა არ არის სხვა ენოვანებში? აი ისიც. მე ვერ ვხედავ ნამდვილად მანდ ზომების მითითებას. --H.McC. (მომწერეთ) 18:03, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვიპოვე. აი ჩვენი განხილვაც. ასოს ზომა რომელ ვიკიში უწერია, იქნებ გვანახო. ამოსაღებია --მიხეილ მიწერა 18:06, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

დაწერა აგერ, რუსულშიო. არ გაიშვას მაგათი ნაშრომები. ჩვენს წინ კი არიან სტატიების რაოდენობით, მაგრამ პორნოინდუსტრიას რომ შევეშვათ, ისეთ თემებზე აქვთ სტატიები, შეგეშინდება. --H.McC. (მომწერეთ) 18:08, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვერ გავიგე რა გინდათ? ბარემ პირდაპირ თქვით, რომ გაღიზიანებთ ის თემები რაზეც მე ვწერ და ყველანაირად ცდილობთ ხელი შემიშალოთ სხვადასხვა საბაბით --Europeanman განხილვაწვლილი 18:10, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ტრადიციული პასუხი. თქვენ თვალები გაქვთ თუ მხოლოდ ემოციებით აზროვნებთ? ხომ გასაგებად დავწერეთ ორივემ - არავითარი პრობლემა არ არის თემატიკის მხრივ. პრობლემაა ზედმეტი ინფოდაფის გამო. --H.McC. (მომწერეთ) 18:11, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორც ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პირადად ჩემი მხრიდან არანაირი პრობლემა თემატიკაზე! ეს ხომ ყველაზე თავისუფალი და დემოკრატიული საიტია. საუბარია ზედმეტ, ისეთ ინფოზე, რომელიც სხვა ვიკიპედიებში მე ვერ ვნახე. --მიხეილ მიწერა 18:15, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ნუთუ ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ერთი ინფოდაფით მეტი იქნება, თუ ნაკლები? სხვათაშორის მარტო ორი ველი არ არის განსხვავებული | ფიგურა = | ასოს ზომა = | მკერდი = | ორიენტაცია = ასევე მინდა გითხრათ, რომ პორნო ვარსკვლავისთვის კაცის შემთხვევაში ასოს ზომას და ქალის შემთვევაში მკერდის ზომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს--Europeanman განხილვაწვლილი 18:19, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად, ჩვენთან ხდება ინფოდაფების და საერთოდ, თარგების ოპტიმიზაცია. ზომებს შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს (რა თქმა უნდა, იმისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ ინფორმაციით).

საბოლოოდ აქ უკვე ერთი რაღაცაა გასარკვევი - რამდენად საჭიროა ეს ინფოდაფა? პორნო მსახიობები კაცებიც არიან და ქალებიც და შესაძლოა ვიღაცას გამოადგეს, მაგრამ გვჭირდება განხილვა.

მეორე - ვიკიპედიის ზოგადად არსებული წესების თანახმად განხილვა თითქოს არც არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ვრცელი განხილვის შედეგად წაიშალა ეს ინფოდაფა, ფაქტი სახეზეა - მომხმარებელმა (რომელსაც განხილვა წაკითხული ჰქონდა) კვლავ შექმნა - თავად ეს ქმედებაა დაუშვებელი ვიკიპედიაში.

მესამე - შესაძლოა (იქნებ, ვცდები) ასეთი ინფოდაფის არსებობა უცნაურად გამოიყურებოდეს ვიკიპედიაში სხვა სახის ინფორმაციის სიმწირის ფონზე.

მეოთხე - კიდევ ერთხელ - არავინ აქ არაფერს ზღუდავს. ჯერ კიდევ 5 წლის წინ შეიქმნა აქ ლგბტ პორტალი. --H.McC. (მომწერეთ) 18:23, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

აბსოლუტურად ვეთანხმები ჰენრის. მოდი, ინფოდაფას რომ თავი გავანებოთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, მანახეთ თქვენ მიერ შემოტანილი სტატიების ინგლისურ ვერსიებში, რომელს უწერია ასოს ზომა. --მიხეილ მიწერა 18:26, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ რა მნიშვნელობა აქვს სხვაგან წერია, თუ არა ეს ინფორმაცია მოცემულია იმ ბმულებში რომელიც მითითებულია თითოეულ სტატიაში ამიტომ ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ამ ინფორმაციის ინფოდაფაში განთავსებაში.--Europeanman განხილვაწვლილი 18:30, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

თქვენ რა გგონიათ, ინგლისურ ვიკიში ვერ გადმოიტანდნენ ზომას ამ ბმულებიდან? მაგრამ არა, მხოლოდ ასეთ მითითებას დასჯერდნენ, იმიტომ, რომ ენციკლოპედიაში ალბათ ცოტა უადგილოა ასეთი ინფორმაცია. --მიხეილ მიწერა 18:31, 10 მაისი 2012 (UTC)[უპასუხე]

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ჯეფ პალმერი. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 23:32, 29 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]