განხილვა:ჯეიმზ ჰეტფილდი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ჯეიმს ჰეტფილდი)

ქართულად მართებულია ჯეიმზ --გიგა პასუხი 12:18, 22 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, მაგრამ მასეთივე ლოგიკით ჰეთფილდია და არა ჰეტფილდი. ყველგან სადაც ჯეიმს ჰეტფილდია ნახსენები, ჯეიმზ ჰეთფილდად უნდა გადაკეთდეს. ასეთი კი ბევრი გვერდია ამ ვიკიში, ხოლო არც ჯეიმზ ჰეტფილდი და არც ჯეიმზ ჰეთფილდი არსად არის ნახსენები. ისე ჯეიმსებიც ბევრნი არიან აქ (ბონდი, კუკი, ლაფეტი, ვისტლერი,მედისონი...) მათ რაღა ვუყოთ? გეთანხმები, გამოითქმის როგორც, ჯეიმზ, მაგრამ რადგან იწერება ჯეიმს, საზოგადოებას ასე აქვს დამახსოვრებული. რა ვქნათ, დავტოვოთ ჯეიმსად თუ შევცვალოდ ყველა სტატიაში? მე საზოგადოების აზრიც მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში, ძებნაში რომ ჩაწერენ, რომელს წერენ. ჩემთვის პირადად არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამ ერთ (თუ ორ) ასოს, როგორც გადაწყვეტავთ ისე იყოს.--ITshnik 20:00, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქართულ ვიკიში ყველა ჯეიმსი ჯეიმზია :) რასაც ვპოულობთ, კიდე გადაკეთებას ექვემდებარება. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში — ამით ვხელმძღვანელობთ, რადგან სხვა ნორმა ფიზიკურად არ არსებობს. შეგიძლია ყველა შენს მიერ ჩამოთვლილი ჯეიმსის გვერდზე შეხვიდე და ნახავ:) --გიგა პასუხი 20:03, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

t -ს რაც შეეხება, t - ტ (და არა თ): Coventy - კოვენტრი, Hubert - ჰიუბერტ-ი. --გიგა პასუხი 20:05, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, ჩასწორდება :) --ITshnik 20:26, 23 იანვარი 2010 (UTC) პირადად მე ჩავასწორებ მეტალიკისა და ჰეტფილდის სტატიებში, სხვა სტატიებს ავტორებმა ან ენთუზიასტებმა მიხედონ ;)--ITshnik 20:28, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე იმიტომ მოგწერე რომ შენ მუშაობდი ამ სტატიაზე:)) თორე გახლავართ ენტუზიასტი და ვასწორებ სადაც ხელი მიმიწვდება:) უბრალოდ, საქმნის კურსში ჩაგაყენე:) --გიგა პასუხი 20:37, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობ, რომ ასე ზრუნავ ვიკიზე და ახალბედებზე:) მივხვდი, რატომაც დაწერე განხილვაში და არ ჩაასწორე პირდაპირ. მე სულ სამი დღის დარეგისტრირებული ვარ და ყველაფერი თავიდანვე ვერ მოცოდინებოდა. აწი მეცოდინება როგორ უნდა და ზემოხსენებული სახელმძრვანელოთიც აუცილებლად ვისარგებლებ, თუ რამე ეჭვი გამიჩნდება. მადლობა კიდევ ერთხელ :)--ITshnik 20:50, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

სათაურის შეცვლას თუ მეტყით როგორ უნდა დამავალებთ :) (იმის, მისამართების ველში რომ ჩანს)--ITshnik 21:11, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

აი ზემოთ არის გადატანა და მაგით ხდება --გიგა პასუხი 21:12, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ან ჩემთან არ არის, ან მე დავიღალე ძალიან და ვერ ვხედავ მაგ "გადატანას" :( ამ გვერდიდან რომ ყველაფერი ამოვშალო და ჯეიმზი შევქმნა, ეს გვერდი მაინც დარჩება წასაშლელი?--ITshnik 21:35, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

  1. სტატია
  2. განხილვა
  3. შესწორება
  4. +
  5. ისტორია
  6. გადატანა --გიგა პასუხი 21:37, 23 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]


ვიკიციტატა

მანქანები და მოტოციკლები: Dodge Ram, 1955 Chevy BelAir,Chevy Blazer,Harley Davidson
ფილმები:The Good, The Bad & The Ugly; Easy Rider; Sling Blade; Pulp Fiction;Vanishing Point
საჭმელი: მექსიკური სამზარეულო
სასმელი: Coors light Pacifico
Bombay Sapphire Martinis
სიგარები: Fuente Hemingway Short Stories

იარაღი: Remington 30-06; Weatherby 7mm; Browning 300 Magnum“

ესენი საერთოდ ამოსაღებია, ხო? --გოტა (მომწერე) 18:21, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

ასე თვლით? და რა მიზეზით? --ITshnik 19:00, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

არამგონია ენციკლოპედიის სტანდარტში ჯდებოდეს --გოტა (მომწერე) 19:05, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ ასე თვლის საჭიროდ ვიკის ხელმძღვანელობა, ამოვიღოთ--ITshnik 19:14, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
აქ არ არსებობს ხელმძღვანელობა. ყველაფერი ერთობლივი ძალებით და საერთო გადაწყვეტილებით ხდება :) --გიგა პასუხი 19:16, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
ბარემ დაგეწერა, შენ რას ფიქრობ? --გოტა (მომწერე) 19:29, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]
მე ვფიქრობ რომ შინაარსობრივად საინტერესოა. აი სტანდარტებში რამდენად ჯდება, ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი კერძოდ რომელ მათგანზეა საუბარი--ITshnik 19:35, 27 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

რუსულად ჯეიმსია. სლავური დამწერლობა აქვთ და ჩვენთვისაც ჯეიმსია მგონი — 178.134.118.245 20:08, 24 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეს არის ქართული ვიკიპედია და არა რუსული. ქართულ ვიკიპედიაში გამოიყენება ქართული სალიტერატურო ენის ნორმები და არა რუსულის.--ცანგალა () 21:00, 25 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]