განხილვა:ჯაბრაილ დოვლათზადე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენციკლოპედიური მნიშვნელობა[წყაროს რედაქტირება]

ვპ:ბიო/მილ — რომელ კრიტერიუმს აკმაყოფილებს ეს სტატია? ან მუხთარ გასიმლი? @Emin binnatov. გიო ოქრო 18:19, 21 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]

ორივე მე-2 პუნქტის ბოლო ნაწილს აკმაყოფილებს. Mehman 97 16:05, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
მეორე პუნქტში წერია „და“, რაც ნიშნავს იმას, რომ ორივეს უნდა აკმაყოფილებდეს და არა მხოლოდ ერთს. გიო ოქრო 16:17, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
ზოგად კრიტერიუმს აკმაყოფილებს (ჯილდოს ნაწილში). ბიო-ს პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ გაუმართავი ქართული სერიოზული პრობლემაა. მედალი „ქალბაჯარის გათავისუფლებისთვის“ (მშობიარობის შემდგომ) - ნამეტანია)--DerFuchs მიწერა 16:59, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
ეგ მედლები „მნიშვნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული ჯილდო“-ა? გიო ოქრო 17:03, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
ასეთი ჯილდოები აქვს სუვერენულ და არასუვერენულ სახელმწიფოებსაც და არ მგონია მართებული, რომ ბრძოლაში დაღუპულ და მერე დაჯილდოებულ ადამიანებზე ბიოგრაფიები ენციკლოპედიურად ჩაითვალოს მხოლოდ ჯილდოს გამო, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული არის თუ არა, ნათელი არაა. ქართულ სივრცეში ცნობადი მაინც იყოს... გიო ოქრო 17:06, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
ენის პრობლემა მოგვარებადი საკითხია. სუვერენულ და არასუვერენულ სახელმწიფოებს კარგად ვარჩევთ მგონი და ასევე მგონია, რომ აზერბაიჯანი სუვერენული სახელმწიფოა, შესაბამისად, მე-2 პუნქტს ძალიან კარგად აკმაყოფილებს. — Mehman 97 17:21, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
სუვერენულია სომხეთიც და ჯილდოების გამო მრავალი ისეთი შეიძლება დაიწეროს, რომელიც წესით არ უნდა გვქონდეს. მე-2 პუნქტში რას აკმაყოფილებს? არც ერთი და არც მეორე მნიშვნელოვანი მეთაური არ ყოფილა, შესაბამისად, მე-2 პუნქტი საერთოდ არ ეხება მათ. აი ჯილდოები კიდევ შეიძლება მხედველობაში მივიღოთ, მაგრამ ცოტა საორჭოფოა... გიო ოქრო 17:32, 24 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
მერე დაწერე სომხეთზეც, რა პრობლემაა? — Mehman 97 18:45, 25 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]
პრობლემა არ არის, უბრალოდ ვიკიპედიაში ყველაფრის ადგილი არაა. ერთადერთი რაც ამ პიროვნებებს იმ წესებიდან ეხებათ, ორდენებია, რომლებიც „მნიშვნელოვანი და საყოველთაოდ აღიარებული ჯილდო“-ები არის? არ მგონია. გიო ოქრო 18:49, 25 აგვისტო 2022 (UTC)[უპასუხე]