განხილვა:ხაშურის მეორე საჯარო სკოლა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ხაშურის მე-2 საჯარო სკოლა)

სკოლებზე სტატიები რა საჭიროა? --M. განხილვაწვლილი 06:23, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

რამდენიმე პრეცედენტი გვაქვს მსგავსი. ყველა შემთხვევაში წავშალეთ ასეთი სტატიები, გარდა თბილისის I სკოლისა, როგორც განსაკუთრებით ისტორიული მნიშვნელობის სასწავლებლისა. Deu. 06:42, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ვერც მე ვხედავ სკოლებზე სტატიების საჭიროებისა, გარდა დათოს მიერ დასახელებული შემთხვევებისა. — მიხეილ მიწერა 10:08, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
მოსწავლეთა რაოდენობა კი იცვლება გამუდმებით. თუ იმ სკოლის წარმომადგენელი არ შემოვიდა და არ ჩაწერა, მოძველდება. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:10, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
ყოველ იმ შემთხვევაში, როცა სკოლის შესახებ სტატიას ვშლიდით, მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ინფორმაცია გადაუმოწმებელია. მახსოვს განხილვები და ისიც ვთქვით, რომ თუკი სკოლას საიტი აქვს, შეიძლება მასზე დაიწეროს სტატია. ახლა ვნახე და ამ საიტზე არის ლამის ყველა ქართული სკოლის შესახებ ზოგადი ცნობები, გადავამოწმე ჩემი სკოლის შესახებ ინფორმაციაც, რომელიც აბსოლუტურად ზუსტი გამოდგა. მე ვფიქრობ, სკოლების შესახებ სტატიებიც ზოგად წესს უნდა დავუქვემდებაროთ: დაიწეროს იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, მე ამ სტატიის დატოვების მომხრე ვარ. Deu. 10:47, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ინფორმაციის გადამოწმებადობა ერთადერთი კრიტერიუმია? საქართველოს ყველა სკოლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება არის შესაძლებელი ინტერნეტში, მაგრამ მიუხედავად ამისა, რას გვაძლევს ეს? ასობით ერთმანეთის იდენტური სტატია, სადაც მარტო ადგილმდებარეობაა განსხვავებული და მოსწავლეების რაოდენობა (რომელიც იცვლება ყოვეწლიურად). ჩემი აზრით რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა სტატიები სკოლებზე არაფერს ღირებულს არ შეიძლება რომ წარმოადგენდნენ. --M. განხილვაწვლილი 14:05, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

„მიუხედავად ამისა, რას გვაძლევს ეს?“ — M, უცნაური კითხვაა. ჯერ ერთი, მითითებული საიტის მონაცემებით თითოეული სკოლის შესახებ საკმაოდ მოზრდილი სტატიის დაწერა შეიძლებვა, ვინაიდან იქ ცხრილის სახით მოცემულია საკმაოდ დიდი ინფორმაცია; ტექსტურ სახეს თუ მისცემ, საკმაოდ მოზრდილ სტატიას მიიღებ. თუ საჭიროა ამისი თვალსაჩინოდ ჩვენება, შემიძლია ეს სტატიო გავადიდო; რაც მთავარია, ენციკლოპედიური სტატიის ფარგლებრში. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მონაცემები ყოველ წელს იცვლება, ამაზე პასუხი ასეთია: იაპონიის სოფლებისა და უცხოეთის, ან თუნდაც ქართული დასახლებების მოსახლეობა უცვლელია? წელს მივუთითებთ, ამა და ამ წლის მონაცემებით სკოლას ამდენი მოსწავლე ჰყავდა... კიდევ, M, შენ ამახვილებ ყურადღებას სტატიების საჭიროებაზე. ვფიქრობ, ქართული ვიკიპედიის მკითხველისათვის ბევრად უფრო საჭიროა სტატიები ქართულ სკოლებზე (ნებისმიერს შეიძლება დააინტერესოს, თუ სად რამდენი სკოლაა და რომელი სკოლა როგორია), ვიდრე ათასობით მომაბეზრებელი, მოკლე და, შენი თქმის არ იყოს, ერთნაირი სტატია ჭიანჭველებზე ანდა ლოკოკინებზე. თუმცა ამ სტატიების ყოფნა-არყოფნაზე არავინ დავობს, ასე არაა? Deu. 14:42, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე ამ და მსგავსი სტატიების დატოვების მომხრე ვარ. --JABA 1977 14:57, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]


ჭიანჭველების და ლოკოკინები სმიმართ არსებობს სამეცნიერო, საგანმანათლებლო ინტერესი, მაშინ როცა სკოლების მიმართ არა. ჩემი აზრით საერთოდ არაა საჭირო სტატიები სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე, საავადმყოფოებზე, სასოფლო საექიმო ამბულატორიებზე დაა.შ. --M. განხილვაწვლილი 16:07, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედია მხოლოდ მეცნიერებას ემსახურება? შეიძლება სამეცნიერო ინტერესი არ იყოს, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესი სკოლებზე ბევრად მაღალია, ვიდრე ლოკოკინებზე. ვიკიპედია ბეჭდური ენციკლოპედია არაა, რომ აქ ადგილის სიმცირის გამო პრიორიტეტი რომელიმე თემას მივანიჭოთ და სხვა უარვყოთ, მაშინ, როცა ენციკლოპედიური სტატიის დაწერაა შესაძლებელი. სხვა ვიკიპედიებშიც არის სკოლებზე სტატიები. Deu. 16:30, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე კი წაშლას უფრო ვემხრობი. მიზეზები გრიგოლმა კარგად ჩამოაყალიბა. ვისაც არ უნდა უნდოდეს, სკოლების ძებნას ნეტში არ დაიწყებს. — G.G. 16:43, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე ამ ყველაფერში ის არ მომწონს, რომ ასეთი მონაცემთა ბაზის შედგენა ვიკიპედიას აქცევს იმად, რაც არ არის. უფრო სწორად, აქცევს იმათთვის, ვინც ისედაც არ იცის, სინამდვილეში რა არის ვიკიპედია და რომ შემოვა და ნახავს თუ რა ტიპია ინფორმაციაა ამა თუ იმ სკოლაზე, იფიქრებს, რომ ასეთი ინფოც იწერება ვიკიში (ტელეფონები, მისამართები) და კიდევ მრავალი მომხმარებელი გვეყოლება, რომელიც ვიკიპედიას yellow pages-ის ტიპის ცნობარად ჩათვლის. --Henry McClean განხილვაწვლილი 16:48, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვის რა ინტერესები აქვს საინტერესოა, როგორ ზომავთ? ხაშურის აი ამ და კიდევ რამდენიმე სკოლას ძალიან საინტერესო ისტორი აქვს. ეს ჩვენი ისტორიაა და უკაცრავად, მაგრამ ამ განხილვით ჩვენს ისტორიას არ ცემთ პატივს. რაც შეეხება იმას ვინ რა ჩამოაყალიბა სწორად, თუ სწორი კრიტერიუმები გინდათ დეუს კომენტარები წაიკითხეთ. --JABA 1977 16:50, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა კონკრეტულად ამ სკოლას რა ისტორია აქვს? — მიხეილ მიწერა 16:52, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

დაინტერესებული მომხმარებელი ოდესმე დადებს და შეიტყობთ. --JABA 1977 16:58, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე იმას ვხედავ, რომ კონკრეტულად ეს სტატია იელოუ-პეიჯის რიგითი ფურცელია და მეტი არაფერი. — მიხეილ მიწერა 17:11, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

რას ვიზამთ, ამჟამად ასეა, სხვა დროს სხვა იქნება. ვიკიპედია ხომ ასე იზრდება? --JABA 1977 17:24, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიას თავისი სტანდარტები აქვს და ზრდას ვერ მოუცდის. სტატია, რომელიც მის პრინციპებს ეწინააღმდეგება, აუცილებლად წაიშლება ვიღიმიმიხეილ მიწერა 17:49, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

აშკარად სხვა მხარეს მიდის საუბარი და ამაზე აქ თავს შევიკავებ. სტანდარტებს რად ეწინააღმდეგება ეს სტატია ვერ ვხვდები. ინფორმაცია სანდოა, გადამოწმებადია და მავანთათვის აუცილებელიც. სხვა რა სტანდარტებია დასაკმაყოფილებელი იქნებ დააკონკრეტო. --JABA 1977 17:54, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე უკვე აღვნიშნე და შენც დამეთანხმე, არავინ დავობს, რომ იელოუ-პეიჯის სტილის გვერდის ადგილი ვიკიპედიაში არაა. — მიხეილ მიწერა 17:56, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე არ დაგთანხმებივარ ეგ შენ გინდა რომ თანხმობად აღიქვა, ეგ სულ სხვა კონტექსტში იყო ნათქვამი, რასაც ან ვერ ხედავ ან არ გინდა რომ დაინახო. ჩემი პოზიცია ნათელია წყლის ნაყვას უკვე მერამდენედ აღარ ვაპირებ. ამ საქმისთვის აქ ბევრი მომხმარებელია როგორც ჩანს. --JABA 1977 18:01, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ არ მეგონა ამ სტატიებს სკოლების შესახებ ამხელა განხილვა თუ მოჰყვებოდა. წაშლის არგუმენტი, რომ ინფორმაცია მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ცვალებადია, არ გამოდგება და დავეთანხმები ერთ მოპასუხეს, რომ ნებისმიერი ქვეყნის თუ ქალაქის შესახებ იცვლება ინფორმაცია. ახლა მეორე, ჩემს მიერ ამჟამად სულ 4 სკოლაზეა სტატია დაწერილი. 1 - 173-ე სკოლა, ჩემი სკოლაა და მთელი თავისი მოკლე მაგრამ ვთვლი, რომ სრულყოფილი ინფორმაცია დაიწერა, 2 -ხაშურის პირველი სკოლა იგივე გიმნაზია, რომელიც საკმაოდ დიდ ისტორიას ითვლის (1916 წლიდან) და მასზე, რომ მოვყვე და ნაშრომები ვწერო ვიკიპედიაში კი არ გამოვაქვეყნებ წიგნს გამოვცემ, აქ რაცაა რაც მოცალეობის ჟამს მოვაგროვე ესაა. ამ კონკრეტულ სტატიას რაც შეეხება რასაც ამხელა განხილვა მოჰყვა არც ეს ჩამოუვარდება ჩემს მიერ დაწერილ პირველ სკოლას და ამჟამად არსებობს წიგნი, საკმაოდ დიდი ინფორმაციის შემცველი, რაც აქ, რომ სრულიად დავწერო მარცხნივ ვარსკვლავის კანდიდატი იქნება. ასე, რომ ამ სკოლას რა ისტორია აქვს მალე დაიწერება. თუმცა მაინც ვაპირებ ამ სკოლებზე ინფორმაციის დამატებას მცირე დოზით და ჩემი მიზანია ხაშურის რაიონის ყველა სკოლაზე დავწერო აქ, რადგან ჩემი გაგებით ვიკიპედია არის ენციკლოპედია, კონკრეტულად ეს ka ანუ ქართულენოვანი და ნებისმიერი თემა, საგანი და სკოლაც კი, რომ დამჭირდეს, ასევე დასჭირდეს სხვას უნდა აკრიფოს ka.wikipedia.org შემოვიდეს და გაიტანოს ინფორმაცია. ეს არის ენციკლოპედიის დანიშნულება, როგორც ვიცი და თქვენი არგუმენტები არ მესმის და რა ვქნა, ალბათ მე ვერ გავიგე რა არის ენციკლოპედია.--91.151.137.64 18:20, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

წინა განხილვა ჩემია, შემოსული არ ვიყავი და ხელი არ მომიწერია მაპატიეთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:22, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვინც სკოლებზე სტატიებს მხარს უჭერთ, თქვენი აზრი მაინტერესებს, ასევე, ამავე არგუმენტებით ეხმრობით სტატიების არსებობას 1. საბავშვო ბაღებზე 2. საავადმყოფოებზე 3. იუსტიციის სახლებზე 4. ბიბლიოთეკებზე. ? --M. განხილვაწვლილი 18:30, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

იხ. კატეგორია:საქართველოს ბიბლიოთეკები. და სტატია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელიც მიხეილის შექმნილია. --JABA 1977 18:38, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი ეს 4 თქვენს მიერ ჩამოთვლილი რამდენად შეიძლება განიხილო ერთი არგუმენტით. როგორ უნდა დაუკავშირო ერთმანეთს იუსტიციის სახლი, საბავშვო ბაღი და ასე შემდეგ. თუ ასე გინდათ კი ბატონო შევეცდები დავუკავშირო. ვიკიპედიას ადამიანები ვიყენებთ, მოქალაქეები. ადამიანი იბადება თანამედროვე ეპოქაში საავადმყოფოში, იზრდება საბავშვო ბაღში, შემდეგ სკოლაში, ამ დროს უკვე სრულწლოვანი ხდება და უწევს ურთიერთობა იუსტიციის სახლებთან.შემდეგ არის უნივერსიტეტი(რაც გამოგრჩათ) და ბიბლიოთეკაც. კიდევ ერთხელ შეგეკითხებით ვიკიპედია არის ენციკლოპედია? მაშინ აქ ნებისმიერი ინფორმაცია გვჭირდება!--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:41, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მხოლოდ კომენტარი - აქ ფორმულირებაა არასწორი. ენციკლოპედიებში ნებისმიერი ინფორმაცია არ იწერება. გარდა ამისა, როდესაც ცვალებად ინფორმაციაზე ვსაუბრობდი, არგუმენტისთვის არ გამომიყენებია. უბრალოდ მოვიყვანე ფაქტი. --Henry McClean განხილვაწვლილი 19:13, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

ის, უნდა იარსებოს თუ არა სტატიებმა სკოლებზე, ინგლისურ ვიკიპედიაში მარტივადაა გადაწყვეტილი: კი, თუ არსებობს სანდო წყაროთი დამოწმებული ინფორმაცია. მაგალითისთვის ეს თარგიც იკმარებს, სადაც ინგლისის ერთ–ერთი საგრაფოს სკოლებია შესული, მათ შორის ისეთებიცაა, რომლებსაც საკმაოდ პატარა ისტორია გააჩნიათ. ვერ ვხვდები, თუკი ინგლისელები ვიკიპედიაში წერენ სტატიებს სკოლების შესახებ, ჩვენ რატომ არ უნდა დავწეროთ? (რა თქმა უნდა სანდო წყაროს მითითებითა და სტატიისთვის ნორლამური ფორმის მიცემით) :)--SALINER 18:50, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

M, მე ვთვლი, რომ საჯარო დაწესებულებებზე (სსიპ) სტატიების დაწერა ნორმალურია. ზუსტად არ ვიცი, საბავშვო ბაღები ითვლება თუ არა საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად, მაგრამ თუკი ითვლება, რა პრობლემაა, რომ დაიწეროს? მოდით, ასე მივუდგეთ საკითხს: რა პრობლემაა, რომ დაიწეროს სტატიები სკოლებზე? ერთადერთი ნორმალური არგუმენტი მოიყვანა ჰენრიმ: ვინც წაიკითხავს, იფიქრებს, რომ ვიკიპედია ყვითელი პრესის ადგილია და არა ენციკლოპედიაო... მაგრამ ესეც ძალიან სუსტი არგუმენტია, რადგან აქ საუბარია სკოლებზე ენციკლოპედიური სტატიების წერაზე და არა ისეთზე, ტელეფონის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია რომაა მითითებული. და თუკი გადამოწმებადი წყარო გვაძლევს ენციკლოპედიური სტატიის დაწერის საშუალებას, მე პრობლემას ვერ ვხედავ.
ცნობისათვის, წამყვან ვიკიპედიებში სტატიები არა მარტო სკოლებზე იწერება, არამედ მცირე ბიზნესის შპს-ებზე, ქუჩის მოვაჭრეებზე, ქალაქის ცნობილ მათხოვრებზე, ბორდელებზე და ცალკე კიდევ პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებზეც კი. ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე დადებითი თვისება ისაა, რომ ბეჭდური არაა და ადგილი გვაქვს ყველა იმ თემისათვის, რომელზეც ენციკლოპედიური სტატიის დაწერა შეიძლება გადამოწმებადი წყაროებით. Deu. 19:28, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
მიხეილ, გთხოვ განმარტო „იელოუ-ფეიჯი“, ჩემთვის გაუგებარია რას გულისხმობ ამ ტერმინში ამ შემთხვევაში. Deu. 19:29, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხვდება საკითხის არსს, რას ვიზამთ, ასე განაგრძეთ. ერთი ბიბლიოთეკა თუ ნახეთ ჩემი შექმნილი (ისტორიასაც გადახედეთ), სიამოვნებით წავშლი მასაც ვიღიმი დათო, „იელოუ-პეიჯი“ არის ბროშურა (თუ რაც ჰქვია, საკმაოდ სქელი), სადაც მოცემულია ამა თუ იმ დაწესებულების შესახებ მოკლე ინფორმაცია + მისამართი, ზუსტად ისე, როგორც ამ სტატიაშია — მიხეილ მიწერა 19:31, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

როგორც ჩანს, ზოგიერთი საერთოდ ვერ ხვდება საკითხის არსს, რას ვიზამთ, ასე განაგრძეთ. - ეს პირადი შეურაცხყოფაა ვის მიმართაც არ უნდა იყოს მიმართული, რაც ადმინისტრატორს არ ეკადრება. :) ისე პირდაპირობა ჯობს. --JABA 1977 19:34, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, მიხეილ. თუმცა, მასეთ იელოუ-ფეიჯზე შეიძლება იყოს ენციკლოპედიისათვის გამოსადეგი მონაცემები, ხომ მეთანხმები? :). მითითებული ვებგვერდიდან შეიძლება საკმაოდ მოზრდილი სტატიის დაწერა და დავწერ ხვალ თვალსაჩინოებისათვის.
ჯაბა და მიხეილ, გეყოფათ. Deu. 19:36, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]
რატომ იღებ ამას შეურაცხყოფად? ვერ სწვდება და ეს შეურაცხყოფაა? ყველა ყველაფერს ვერ ჩაწვდება, ეს სრულიად ბუნებრივია, ისევე როგორც მე მაგალითად მუსიკის შესახებ სტატიებს. ჩემთვის ეს თემა დაიხურა, აღარ მაინტერესებს. ვიღიმიმიხეილ მიწერა 19:40, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მე არც მიმიღია, ამით უბრალოდ შენს გაღიზიანებაზე გავამახვილე ყურადღება. :) --JABA 1977 19:41, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

დამსეტყვე ცაო ვიღიმიმიხეილ მიწერა 19:46, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მაპატიე მაგრამ აქ გაცილებით მეტი საქმეა ვიდრე ამაზე პასუხის გაცემა. :) --JABA 1977 19:48, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]

მომწონს მიშა ვიკრიჭები--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 19:49, 26 ივლისი 2013 (UTC)[უპასუხე]