განხილვა:წერეთლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, წერეთლები უფრო ადრე, სანამ ჩრდილოეთ კავკასიიდან იმერეთში გადაიხვეწებოდნენ, საინგილოს მკვიდრნი უნდა ყოფილიყვნენ. ბელაქნის ჩრდილოეთით ადგილს, ადგილობრივი მცხოვრებნი დღესაც "წერეთელ თახთას" (წერეთლიანთ ტახტს - კარს) უწოდებენ, აქვე არის "წერეთელ-ორ" (წერეთლების მდინარე). "წერეთელნი... ოდეს მოვიდა ლანგ თემური და აიძულა გამაჰმადიანება. ამათ დაუტევეს ადგილი თვისი და მივიდნენ ჩერქეზეთს და მუნიდგან გადმოვიდნენ იმერეთს, მეფის ბაგრატის დროს 1395 წელს და მან მიიღო პატივით, მისცა საჩხერე და უწოდა თავადად და აწცა არიან მუნ ჟამითგან აქამომდე. გიორგი მეფის დროს 1709 წ. შეიქმნენ უმეტეს წარჩინებულნი". იხ.: "ივერია", N XI-XII, 1884, გვ. 132; "მოგზაური", N 6-7, 1901, გვ. 562. ციტირებულია: გიორგი ჩანგაშვილი. საინგილო. 1970.--Serafita 18:01, 16 ივნისი 2009 (UTC)