განხილვა:წელიწადის დრონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აუდიომაგალითები ამდენი საჭიროა? პირველია ყველაზე ცნობილი და მგონი ჯობია ეგ დავტოვოთ, არა? Deu aw 14:56, 23 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თორმეტივე ნაწილია მოცემული ანუ სრულადაა. პირველია ყველაზე ცნობილი, ეგ როგორ? :) – BruTe () 05:45, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
როგორ და, ჩემი აზრით, არაა აუცილებელი ნაწარმოები სრულად იყოს მოცემული. ყველაზე ცნობილია ეს ნაწილი და ალბათ ჯობია მხოლოდ ეს იყოს მოცემული. Deu aw 06:38, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არავითარ შემთხვევაში! როგრო შეიძლება მუსიკალური ნაწარმეობის გახლეჩა?! მითუმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ნაწარმოები სრულად მოვასმენინოთ. მონაკვეთების მოშორების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.--Melberg; 06:40, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეს არაა ერთიანი ნაწარმოები. თვითონაა ეგრე დაწერილი, ნაწილებად. ასე რომ, ეს გახლეჩა სულაც არაა :). ნაწარმოებებს კი სრულად არასოდეს ვდებთ ხოლმე ვიკიპედიაში – მაშინ რაც კი რამე სტატია გვაქვს ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, ყველგან ტექსტი ცვდოთ სრულად. Deu aw 06:44, 24 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
„წელიწადის დრონი“ ეწოდება ამ ნაწარმოებთა ნაკრებს. სტატია სწორედ ნაკრებზეა. ამიტომ მე ვერ ვხედავ პრობლემას დავდოთ ყველა ნაწილი, თუკი არის ამის საშუალება. – BruTe () 12:29, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰმ... რა ვიცი, არ მომწონს მაინც ჩამოწელილი რომაა. გერმანელებსაც კი უდევთ ყველა ნაწილი, მაგრამ მაგათ სტატია დიდი აქვთ და ოთხ სეზონზე ცალ-ცალკე აქვთ ქვეთავები. კაი, იყოს მაშინ თორმეტივე, ადრე თუ გვიან ჩვენთანაც ხომ დაიწერება ვრცლად. Deu aw 14:31, 25 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]