განხილვა:ცერბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

კერბერი ხომ იგივეა, რაც ცერბერი? --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 14:49, 28 აგვისტო 2011 (UTC)

თავს ვერ დავდებ, მაგრამ კი. სახელების მსგავსებას რომ თავი დავანებოთ, დახასიათების მიხედვით ზუსტად იგივეა.—G.G. 15:02, 28 აგვისტო 2011 (UTC)
ქსე რას ამბობს?--Ouzo განხილვაწვლილი 11:51, 29 აგვისტო 2011 (UTC)
აქ არაფერია ზუსტი, სწორი ვარიანტია ცერბერი ან ცერბერუსი, გთხოვთ შეასწოროთ!— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Neweditor26 (განხილვაწვლილი) .
მოიტანეთ წყარო. — მიხეილ მიწერა 19:54, 8 ივლისი 2013 (UTC)

ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 1985 წ. გვ., 55 კერბეროსი, ცერბერი. --ჯაბა ლაბაძე 20:02, 8 ივლისი 2013 (UTC)

უცხო სიტყვათა ლექსიკონი: ცერბერი / ცერბეროსი - მითიური ურჩხული, ქართული ვარიანტია ცერბეროსი. Neweditor26  განხილვა წვლილი 06:12, 9 ივლისი 2013 (UTC)

თუ ცერბეროსი ქართული ფორმაა, მაშინ ალბათ სჯობია ამ გვერდის გადამისამართება. 92.51.64.86 17:25, 4 აპრილი 2014 (UTC)

ქსე-ს ტ. 11. გვ. 203. წელი 1987. ცერბერი. - ოთოჯი განხილვა 19:28, 4 აპრილი 2014 (UTC)

ცერბერი[წყაროს რედაქტირება]

   ბერძნულ მითოლოგიაში ცერბერს ხშირად ეძახიან "ჰადესის ძაღლს". ის არის მრავალთავიანი ძაღლი, რომელიც იცავდა მიწისქვეშ მყოფ კარიბჭეებს, რომ მკვდრები არ გაპარულიყვნენ. ცერბერი არის მონსტრების, ეჩიდნასა და ტიფონის შთამომავალი. მას აქვს სამი თავი, გველის კუდი და ტანის რაღაც ნაწილი, გველის მსგავსი.