განხილვა:ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამის სახელი სწორია? "ჩრდილოეთი" აქ მთლიანად მხარეს არ აღნიშნავს... ჩრდილოეთი მხოლოდ რაინს ეკუთვნის. ანუ, ასე ხომ არ უნდა იყოს: ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალია... ჩვენც ხომ გვაქვს სამეგრელო-ზემო სვანეთი. ასე რომ იყოს ზემო სამეგრელო-სვანეთი, ეს დაახლოებით იგივეა. Dawid 17:31, 30 აგვისტო 2008 (UTC)[უპასუხე]

ვთარგმნოთ თუ არ ვთარგმნოთ?[წყაროს რედაქტირება]

სამწუხაროა, რომ დღემდე ბევრი სიტყვაა, რაც საქარველოში არასწორად მკვიდრდება. ეს ალბათ იმის ბრალიცაა, რომ ნაკლები მუშაობა მიმდინარეობს საერთო მართლწერის საკითხებთან დაკავშირებით თარგმანის დარგში. საკუთარი სახელები ზოგადად არ ითარგმნება. ამიტომ ჩემის აზრით უნდა იყოს "ნორდრაინ–ვესტფალია". ან თუკი უკიდურეს შემთხვევაში ვთარგმნით, უნდა იყოს "ჩრდილო(ეთ) რაინისპირეთი–ვესტფალია".--სერაფიტა 06:18, 1 ივლისი 2009 (UTC)[უპასუხე]