განხილვა:ჩრდილოეთი ამერიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რჩეული სტატია ჩრდილოეთი ამერიკა არის რჩეული სტატია; იგი (ან მისი წინა ვერსია) შეფასდა, როგორც ვიკიპედიელთა მიერ შექმნილი ერთ-ერთი საუკეთესო სტატია. თუ შეგიძლიათ მისი განახლება ან გაუმჯობესება, გთხოვთ, ნუ დაიზარებთ.
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (21 თებერვალი, 2013).

და რატო ჩრდილოეთი ამერიკა და არა, ჩრდილოეთ ამერიკა? --გიგა 20:45, 31 ივლისი 2007 (UTC)

ჩრდილოეთი ამერიკა არის სრული ფორმა სახელობით ბრუნვაში, ის იკვეცება ბრუნებისას მაგ. ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ ამერიკის, და ა.შ. ჩრდილოეთ ამერიკა გავრცელებული შეცდომაა. - ალ-ო / 20:58, 31 ივლისი 2007 (UTC)

ალსანდროს ინფორმაცია საკმარისია. ჩრდილოეთი ამერიკა - ქსე ტ. 11 გვ. 155. მაგ. ჩრდილოეთი ირლანდია, ჩრდილოეთი კაროლინა, ჩრდილოეთის დვინა, ჩრდილოეთ ამერიკის ქვაბული, ჩრდილოეთ ალბანეთის ალპები. --ცანგალა () 21:11, 31 ივლისი 2007 (UTC)

ლათინური ამერიკა[წყაროს რედაქტირება]

ამ წინადადებამ დამაბნია: „ზოგიერთი გეოგრაფი ასევე ჩრდ. ამერიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილად ტეუანტეპეკის ყელს მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც ერთმანეთისგან გამოყოფილია ლათინური ამერიკა და სამხრეთი ამერიკა.“მიხეილ მიწერა 13:45, 20 თებერვალი 2013 (UTC)

რაღაცეები გადასახედია + ინფოდაფა არ მუშაობს, სათაური არ გამოაქვს (არც უწერია ველში, მაგრამ არ მუშაობს სათაურის ველი). თუ არ ვცდები. --H.McC. (მომწერეთ) 13:50, 20 თებერვალი 2013 (UTC)

დიდი მადლობა ორივეს, რომ დამეხმარეთ შეცდომების აღმოჩენაში. მიშა შენს მიერ მითითებული არასწორი ინფორმაცია საერთოდ ამოვიღე, ჰენრი სახელი გამუქებულად, რომ გამოიტანოს ეგ ფუნქცია ინფოდაფას არ აქვს და თან იქნებ მიმითო კიდევ რა არის გადასახედი?--Γεώργιος / - 13:10, 21 თებერვალი 2013 (UTC)

უცებ ვერ ვნახე, გიორგი, უბრალოდ თვალში მეცა ეგ. თან როდესაც ინფოდაფას ქვევით "ხ • გ • რ" აქვს, აშკარად რაღაც ტექნიკური გაუმართავობაა, ნორმალურად გამართულებში ეგ არ ჩანს. --H.McC. (მომწერეთ) 17:54, 21 თებერვალი 2013 (UTC)

მეც შევამჩნიე ეგ ხარვეზი ჰენრი, მაგრამ ინფოდაფებში სათანადოდ ვერ ვერკვევი და არ მინდა რამე ავურიო.--Γεώργιος / - 17:57, 21 თებერვალი 2013 (UTC)

Yes check.svg გაკეთდა --H.McC. (მომწერეთ) 19:07, 21 თებერვალი 2013 (UTC)