განხილვა:ჩესკე-ბუდეიოვიცეს რაიონი
- ჩესკე-ბუდეიოვიცე_ტოპონიმის ეს ქართული ვარიანტი ცოტა საეჭვოდ მეჩვენება, რადგან ჩეხურში დ-ს როცა ე მოსდევს, დ რბილდება და იკითხება როგორც რბილი რუსული ძ, მაგ: Budějovice-ბუძეიოვიცე, Děčin-ძეჩინ, Dědeček-ძედეჩეკ, Dělnik-ძელნიკ, Dějepis-ძეიეპის, Děkují-ძეკუიი. როცა საქმე ეხება ჩეხურ და პოლონურ ტოპონიმებს, არამც და არამც არ შეიძლება ქსე-ს მოშველიება, რადგან ქსე-ში ბევრი დამახინჯებაა,_ჯერ დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისთვის გადაარუსულეს ტოპონიმები და მერე იქიდან გადმოაქართულეს...ამიტომ ბევრი ტოპონიმი დაამახინჯეს. ა.გ. გთხოვთ შეცვალოთ სტატიის სათაური და მიუსადაგოთ მის რეალურ ჩეხურ გამოთქმას. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Beqa Ninikuri (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -
.
ბექა, აქვე მცირე შენიშვნა. ტირე იწერება აი ასე — და არა ასე _ . ეს სიმბოლო მოთავსებულია რედაქტირების პანელში. გარდა ამისა
ასე შეიძლება ხელის მოწერა --Henry McClean განხილვაწვლილი 15:47, 12 სექტემბერი 2014 (UTC)