განხილვა:ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯერ-ჯერობით არ არსებობს სტატია ჩერნობილის ტიპის ატომური რეაქტორების შესახებ, რომლებსაც РБМК ჰქვიათ, მაგრამ ვინმეს შეუძლია ამიხსნას რა უნდა ერქვას ქართულ ვიკიპედიაში РБМК-ს? ეს დასახელება აბრევიატურაა და სრულად ასე ჟღერს: Реактор большой мощности канальный. ერთის მხრივ შეიძლება მისი სიტყვა-სიტყვით ქართულად თარგმნა, მაგრამ ფაქტია რომ ამ თემით დაინტერესებულ საზოგადოებაში ის რუსული აბრევიატურითაა ცნობილი და მისი ქართული ვრცელი დასახელება (დიდი სიმძლავრის არხებიანი რეაქტორი) შეიძლება ცოტა დამაბნეველი იყოს. შეიძლება ასევე დაერქვას „გრაფიტული რეაქტორი“, „გრაფიტიანი რეაქტორი“, „წყალ-გრაფიტული რეაქტორი“, „აირ-გრაფიტიანი რეაქტორი“ და ა.შ., მრავალი ალტერნატივის მოფიქრება შეიძლება კონსტრუქციიდან და სხვა ვიკიპედიაში არსებული სათაურებიდან გამომდინარე. თქვენ რას იტყვით? ამ კითხვას აქ იმიტომ ვსვავ რომ მომავალში სტატიის შექმნის შემდეგ აღარ იყოს საჭირო სათაურების ცვლა და მრავალჯერადი გადამისამართება. Beqa Ninikuri განხილვაწვლილი