განხილვა:შორსუ

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე ვფიქრობ აზერბაიჯანის სოფელს და უზბეკეთის დაბას სულაც არაა საჭირო მიეთითოს რაიონი და ოლქი. ლოგიკურად (მე მგონი ამას საქართველოს სოფლებზეც ასე ვაკეთებთ) თუკი ქვეყანაში სხვა მსგავსი სახელის დასახლება არაა საკმარისია ფრჩხილებში ქვეყნის სახელი მიეთითოს, ან სულაც სოფელი და დაბა. --Wiki - ჯაბა 15:35, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

იხ. გურჯაანი (მრავალმნიშვნელოვანი). --Wiki - ჯაბა 15:53, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
იუოჟნოე (კაჰულის რაიონი) რამდენი სოფელია მოლდოვაში „იუოჟნოე“ დასახელებით? ან რუმეანცევი (კაჰულის რაიონი) ამ დასახელებით? კრუგლიკი (კრიულენის რაიონი)? (ყველა შენი შემოტანილია) ჩატრა (სოფელი) ბაშკირულ ვიკიპედიაში მითითებულია რაიონი (ბლაგოვარის რაიონი) და არა სიტყვა „სოფელი“, როგორც ეს რუსულ ვიკიპედიაშია. უკვე რამდენი წელია რაიონის, ოლქის მითითებით ვაკეთებთ. --ცანგალა/ 16:09, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
და კიდევ რამდენად „დიდი“ შეცდომაა?--ცანგალა/ 16:14, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

შეცდომა სადაცა ყველგან უნდა გასწორდეს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი დაწერილია. სადღაც განხილვა იყო ამის შესახებ და მეც იქიდან გამომდინარე გეუბნები. განხილვა სამწუხაროდ ვერ ვნახე რადგან როგორც ყოველთვის უადგილო ადგილას იწერება. აი ბაშკირეთის სოფლის მაგალითის მოყვანა აქ რა შუაშია ამას ნამდვილად ვერ მივხვდი. აბა შენ იცი, ასე გააგრძელე. --Wiki - ჯაბა 16:30, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მეც ასე ვფიქრობ, თუკი ქვეყანაში ერთი ტოპონიმია, მაშინ ფრჩხილებში მიეთითოს ქვეყანა. ასეთივე წესი უნდა გავრცელდეს საქართველოს სოფლებზეც. ახლა ყველას მუნიციპალიტეტი უწერია. გიო ოქრო 16:45, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

გიორგი იყო მაგაზე საუბარი სადღაც (ვერ ვიხსენებ). ახალსოფლის მსგავს ტოპონიმებს მუნიციპალიტეტი უნდა ეწეროს, მაგრამ თუკი ერთი ტოპონიმია ნამდვილად ეგრეა საჭირო როგორც ზემოთ გურჯაანის შემთხვევაშია. დავიწყეთ კიდეც გადატანა მსგავს სათაურებზე, თუმცა სამწუხაროდ დროის და მოხალისეების სიმცირის გამო ეს ვერ დავასრულეთ, ახლა კი ზოგიერთ პიროვნებას ის სტატიები, რომლებიც გადასატანი დარჩა კონტრარგუმენტებად მოჰყავთ და თავიც მაგარი ჰგონიათ, რომ რაღაცა „აღმოაჩინეს“. --Wiki - ჯაბა 16:49, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

Şorsu (Şəki) — ასე უწერით აზერბაიჯანელებს. და მმ არ გაკეთების შემთხვევაში და პირდაპირ აზერბაიჯანული თარგიდან შემოტანისას რაიონის მითითება დამჭირდებოდა. როგორც ამას აკეთებ ბაშკირეთის სოფლების მიმართ (მმ გაკეთების გარეშე). უბრალოდ ამდენი წლებია ასე კეთდება ქართულ ვიკიპედიაში და ახლა? ვეზირქოი (ართვინის რაიონი) 2021 წლის 28 თებერვალს შემოიტანე და რატომ მიუთითე რაიონი? თანაც „ვეზირქოი“ სტატია არ არსებობს ქართულ ვიკიპედიაში. შეგეძლო ფრჩხილის გარეშე დაგეწერა. რატომ მიუთითე რაიონი?--ცანგალა/ 17:19, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეგ სტატია კონკრეტული მიზნით დაიწერა და როგორც ხედავ ისე კომპლექსურად არ ვმუშაობ ართვინის რაიონის სოფლებზე როგორც შენ აზერბაიჯანის ერთწინადადებიან სოფლებზე. ამიტომ სიმართლე გითხრა არც ჩამიხედავს თურქულ ვიკიპედიაში. ვთვლი რომ ეგეც გადასატანია და შენი „სტატიებიც“ აზერბაიჯანის სოფლებზე. მე მაგას გადავიტან და შენ მაშინ აზერბაიჯანის სოფლები გადაიტანე. და კიდევ ახლა ვნახე მეც: სტატია გურჯაანი (სოფელი) აბა ნახე როდის ყოფილა გადატანილი. 2012 წელს. --Wiki - ჯაბა 17:30, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიაში შენი და ჩემი სტატია არ არსებობს. ხედავ შეცდომას შეგიძლია ჩაასწორო როგორც ეს გავაკეთე ჩრდილოეთ მაკედონიის სოფლის, ქალაქის და რეგიონის სტატიების მიმართ. 2012 წელს თუ იყო საუბარი და როგორც ყოველთვის დისკუსია სადღაც გაიბნა, უბრალოდ გამიკვირდა 2016 წლიდან შემომაქვს აზერბაიჯანის სოფლები და მხოლოდ დღეს 2021 წელს მეუბნები ამ ინფორმაციას. და ამ დროს მოლდოვის სოფლები, თურქეთის სოფელი ისევე შემოიტანე როგორც მე შემომაქვს აზერბაიჯანული.
გიო ოქრო, არნასაი არნასაი (აყმოლის ოლქი) , მეორე სოფელს ვერ მივაგენი ვერ რუსულ და ვერ ყაზახურ ვიკიპედიებში.--ცანგალა/ 18:05, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Zangala Арнасай (Туркестанская область). გიო ოქრო 18:17, 5 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]